ვრცელდება უმძიმესი კადრები რუსთავიდან – ჩხუბის დროს კაცი გარდაიცვალა
რუსთავში ჩხუბის დროს კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული კამათი გარეთ, ქუჩაში გაგრძელდა. მამაკაცებს შორის საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც 45 წლამდე კაცმა სუპერმარკეტის წინ ბეტონის საფარს სავარაუდოდ, თავი დაარტყა და მძიმე დაზიანება მიიღო.
შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.











