ENews.Ge ახალი ამბები

სისხლიანი დაპირისპირება რუსთავში – ახალი დეტალები



ტრაგედიით დასრულებული დაპირისპირება რუსთავში – ჩხუბის დროს მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე კიდევ  ოთხი პირია დაკავებული. შსს-ს ცნობით, დაკავებულები ბრალდებულის თანმხლები პირები არიან, რომლებმაც გარდაცვლილის მეგობრების სცემეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტი ორ სხვადასხვა სუფრაზე მსხდომ პირებს შორის რესტორნის შიდა სივრცეში დაიწყო. სიტყვიერი შელაპარაკება მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომელიც მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა, რა დროსაც 45 წლის კაცი წაიქცა, სავარაუდოდ, თავი ბორდიურს დაარტყა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ჯგუფური ანგარიშსწორების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი მიხეილ ზოლდევია. არსებული ინფორმაციით, ის რესტორანში მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სხვა სუფრაზე მყოფ პირთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა.

მომხდარზე განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, რამაც გარდაცვალება გამოიწვია ერთი პირი დააკავეს, რამდენიმე წუთის წინ კი შსს-მ კიდევ 4 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა