ENews.Ge ახალი ამბები

"მსჯავრდებულ ია დარახველიძის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გამაჩნია" - პროკურორი



4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ვაჟა თო­დუ­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­თვის ამ­ჟა­მად უც­ნო­ბია ათო­ნე­ლის სა­სახ­ლეს­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლის, ია და­რახვე­ლი­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი.

  • პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ის ვალ­დე­ბუ­ლი იყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა დღე­ვან­დელ პრო­ცესს არ ეს­წრე­ბო­და.

ამას­თან, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა სხდო­მის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და გა­ნა­ჩე­ნი აღ­სრულ­დე­ბა მისი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის დად­გე­ნის და და­კა­ვე­ბის შემ­დეგ.

„სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, ის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ჩან­და მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი და სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში. მათ­გან ერთ-ერ­თმა პირ­მა გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბის მო­თხოვ­ნით, თუმ­ცა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სურ­და, მის მი­მართ საქ­მე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის შე­დე­გად.

რაც შე­ე­ხე­ბა ია და­რახვე­ლი­ძეს, რო­გორც სა­სა­მარ­თლომ გან­მარ­ტა, ის ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში, რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯე­ლის ზო­მას, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას თა­ვად სა­სა­მარ­თლო გა­ა­კე­თებს. რაც შე­ე­ხე­ბა მის ად­გილ­სამ­ყო­ფელს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ ეტაპ­ზე მე არ გა­მაჩ­ნია თუ სად იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და გა­ნა­ჩე­ნი აღ­სრულ­დე­ბა მისი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის დად­გე­ნის და და­კა­ვე­ბის შემ­დეგ. იგი ვალ­დე­ბუ­ლი იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე, თუმ­ცა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ის არ გა­მო­ცხად­და,“ - გა­ნა­ცხა­და ვაჟა თო­დუ­ამ.

ამას­თან, მისი თქმით, 4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი იყო 15 პირი. მათ­გან 8 პირ­მა მი­მარ­თა გან­ცხა­დე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რას, აღი­ა­რეს და­ნა­შა­უ­ლი, უდა­ვოდ ცნეს ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­ი­თხო­ვეს შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა, რის შე­დე­გა­დაც, მათ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ, რაც ჩა­ეთ­ვა­ლათ პი­რო­ბით მსჯავ­რად.

ცნო­ბის­თვის, 4 ოქ­ტომ­ბერს, ათო­ნე­ლის სა­სახ­ლეს­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მი, გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი და კი­დევ 6 პირი - ია და­რახვე­ლი­ძე, და­ვით ჟღენ­ტი, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ია, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძე, ზაქ­რო ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი და და­ვით სტუ­რუა სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

მისი გა­ნა­ჩე­ნით, ექვს მათ­განს 5-5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, ია და­რახვე­ლი­ძეს კი 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი ექი­მი გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა