საშინელი მდგომარეობაა დატბორილი სახლები და განადგურებული მოსავალი
წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ ხარებაში, სადაც ადგილობრივების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დიდი ნაწილი პრაქტიკულად განადგურებულია.
სტიქიამ დააზიანა ნათესები, ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სეტყვა დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და მრავალწლოვანი ნარგავები.
ზარალის ზუსტი მასშტაბი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ვითარებას სწავლობენ.











