VIDEO: თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა – კადრები ადგილიდან
საფრანგეთში, ქალაქ ტომბლენში სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რომელსაც პარაშუტისტები გადაჰყავდა, თერთმეტი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად პილოტი და 10 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ხუთი სტუდენტი და ხუთი ინსტრუქტორი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი, რომელსაც პარაშუტისტების სკოლა იყენებდა, ნენსი-ესის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კატასტროფის დროს აეროდრომზე დაღუპულთა ნათესავები იმყოფებოდნენ.











