ENews.Ge ახალი ამბები

საშინელება დატრიალდა, ვერტმფრენი ჩამოვარდა და შიგნით მყოფი 14 მგზავრი ადგილზე დაიღუპა.



საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფო ნავთობგიგანტ Aramco-ს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 14-ვე მსხვერპლი საუდის არაბეთის მოქალაქეა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია. კომპანია Aramco-ს მომხდარზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებია.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

რას-ტანურაში მდებარეობს Aramco-ს მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – ერთ-ერთი უდიდესი ახლო აღმოსავლეთში. საინფორმაციო სააგენტო Reuters იტყობინება, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო გამოწვეული თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, კომპანიამ აღნიშნულ ობიექტზე ნედლი ნავთობის ჩატვირთვა პარასკევს განაახლა.“ 

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა