მატარებელმა კაცს ფეხზე გადაუარა! - სად და როგორ მოხდა უმძიმესი შემთხვევა და როგორ არის დაშავებული?
ქარელი-აგარის მონაკვეთზე მატარებელმა კაცს ფეხზე გადაუარა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქე რკინიგზაზე გადასვლას ცდილობდა, როდესაც ფეხი ლიანდაგებს შორის მოყვა და წაიქცა. „მთავარისთვის“ ცნობილი ხდება, რომ კაცს ფეხი აქვს მოტეხილი
როგორც მთავარს შსს-ში უთხრეს, გამოძიება 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.











