მანქანა ამობრუნდა და ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
ორში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი, გვანცა მაზანაშვილი გარდაიცვალა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











