ENews.Ge ახალი ამბები

ჩაკეტილ მანქანაში ორი ბავშვი დაიღუპა – დააკავეს მათი მამა და მისი მეგობარი ქალი



კვიპროსის  პა­ტა­რა და ჩვე­უ­ლებ­რივ მშვიდ და­სახ­ლე­ბა ქსი­ლო­ფა­გუ­ში მომ­ხდარ­მა შემ­ზა­რავ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი კუნ­ძუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო.

  • ორი ბულ­გა­რე­ლი ძმა, რვა და ათი წლის მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მას­თან სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი, მცხუნ­ვა­რე მზის ქვეშ, ჩა­კე­ტილ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­ტა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის სა­სა­მარ­თლომ ბავ­შვე­ბის 30 წლის მა­მას და მის 38 წლის პარტნი­ორს სამდღი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. წყვი­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ხელ­ბორ­კი­ლე­ბი­თა და აშ­კა­რა შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში წარ­სდგა, მათ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა კი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ასე­თი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­და, მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში და­ი­წყო. ბავ­შვე­ბის მამა, რო­მე­ლიც კვიპ­როს­ში მუ­შა­ობს, თა­ვად გა­ემ­გზავ­რა ბულ­გა­რეთ­ში, რათა შვი­ლე­ბი კუნ­ძულ­ზე არ­და­დე­გე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად ჩა­ეყ­ვა­ნა.

მე­ზობ­ლე­ბი­სა და ნაც­ნო­ბე­ბის თქმით, არა­ფე­რი მო­ას­წა­ვებ­და იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც კვი­რა დღეს დატ­რი­ალ­და. დი­ლით ადრე მამა ლი­მა­სოლ­ში გა­ემ­გზავ­რა სა­მუ­შა­ოდ, მა­ლე­ვე კი სახ­ლი­დან მისი მე­უღ­ლეც გა­ვი­და. ძმე­ბი ბი­ნა­ში სრუ­ლი­ად მარ­ტო დარ­ჩნენ, რა­მაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გა­რეთ სა­თა­მა­შოდ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ბავ­შვე­ბი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სი­ახ­ლო­ვეს, მინ­დორ­ში გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­ში შე­ვიდ­ნენ. კვიპ­როს­ში ამ პე­რი­ოდ­ში პი­კუ­რი სი­ცხე­ე­ბია და ტემ­პე­რა­ტუ­რა ხში­რად 39 გრა­დუსს აღ­წევს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ და­ხუ­რულ სა­ლონ­ში ჰა­ე­რი მო­მენ­ტა­ლუ­რად, გა­უ­საძ­ლის დო­ნემ­დე ხურ­დე­ბა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ბავ­შვებ­მა შიგ­ნი­დან კა­რის გა­ღე­ბა ვე­ღარ შეძ­ლეს და მა­ხე­ში აღ­მოჩ­ნდნენ. სა­ღა­მოს, და­ახ­ლო­ე­ბით ხუ­თის ნა­ხე­ვარ­ზე, სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა დე­დი­ნაც­ვალ­მა ბავ­შვე­ბი მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. ვი­ნა­ი­დან ტრან­სპორ­ტის გა­სა­ღე­ბი მა­მას ჰქონ­და, ად­გილ­ზე მი­სულ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებ­სა და პო­ლი­ცი­ას ფან­ჯრე­ბის ჩამ­სხვრე­ვა მო­უ­წი­ათ. სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მებს მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლის ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბა შე­ეძ­ლოთ – ბავ­შვე­ბის სხე­უ­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი დამ­წვრო­ბის კვა­ლი იმა­ზე მი­უ­თი­თებ­და, რომ მათ მცხუნ­ვა­რე სა­ლონ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ა­ტა­რეს.

  • საქ­მეს და­მა­ტე­ბით იუ­რი­დი­ულ სპე­ცი­ფი­კას სძენს ის ფაქ­ტი, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი კვიპ­რო­სის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს, ხოლო ად­გი­ლი, სა­დაც მან­ქა­ნა ეყე­ნა – ბრი­ტა­ნე­თის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ბა­ზე­ბის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში შე­დის. სწო­რედ ამი­ტომ, საქ­მეს ბრი­ტა­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბა უძღვე­ბა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ინ­გლი­სურ ენა­ზე წა­რი­მარ­თა და სინ­ქრო­ნუ­ლად ითარ­გმნე­ბო­და ბერ­ძნულ და ბულ­გა­რულ ენებ­ზე, რათა და­კა­ვე­ბუ­ლებს პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა სრუ­ლად გა­ე­გოთ. მა­მის ად­ვო­კატ­მა პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა, ხოლო დე­დი­ნაც­ვლის დამ­ცველს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გა­უ­სა­ჩივ­რე­ბია.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბი ჯერ კი­დევ ბევ­რია. პო­ლი­ცი­ამ უკვე ამო­ი­ღო ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მა­სა­ლა, სა­დაც ჩანს, რო­გორ თა­მა­შო­ბენ ბავ­შვე­ბი ეზო­ში. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან კა­მე­რე­ბი მოძ­რა­ო­ბა­ზე აქ­ტი­ურ­დე­ბა, ჩა­ნა­წე­რებ­ში გარ­კვე­უ­ლი წყვე­ტე­ბია, რის გა­მოც დახ­მა­რე­ბის­თვის კვიპ­რო­სის რეს­პუბ­ლი­კის ტექ­ნი­კურ ექ­სპერ­ტებს მი­მარ­თეს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა