ENews.Ge ახალი ამბები

“ბიძაშვილს 21 წლის გოგო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო…” – თბილისში მოკლული აზერბაიჯანელი გოგოს ახლობელი



თბილისში ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ბაია პატარაია ავრცელებს. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო გარდაცვლილის ახლობლები ფემიციდის შესაძლო ფაქტზე და დანაშაულის გარემოებებზე საჯაროდ საუბრობენ.
2026 წლის 26 ივნისს, საქართველოში, ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს ჩვენი დის, 2005 წელს დაბადებული ფატიმა კერიმოვას ცხედარი.

წინასწარი მონაცემებით, გოგონა თბილისში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად წავიდა. ისინი იქ ცხოვრებასა და მუშაობას გეგმავდნენ. გოგონას ახლობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

როდესაც ფული გამოელიათ, მისმა მეგობარმა ბიჭმა ის ქუჩაში მარტო დატოვა.

ქუჩაში ფატიმამ ერთი გოგონა გაიცნო. ფატიმა ქუჩაში დარჩა დახეული საბუთებით, მობილურისა და ფულის გარეშე. გოგონამ დახმარება შესთავაზა და ჰკითხა, ახლობლებიდან ვინ შეძლებდა ჩამოსვლას და მის წაყვანას. ფატიმამ თავისი ბიძაშვილის ტელეფონის ნომერი მისცა.
ბიძაშვილი ჩამოვიდა და ფატიმა წაიყვანა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი განზრახვა სრულიად სხვა იყო…

მან ფატიმა ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო.
ეჭვმიტანილმა ფატიმას ცხედარი დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიმდინარეობს გამოძიება.

გოგონა სრული ობოლი იყო – ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავდა. მას 19 წლის უმცროსი და დარჩა.
გთხოვთ, მაქსიმალურად გაახმაუროთ ეს ამბავი! საჭიროა მედიის, ფემინისტების, იურისტებისა და ბლოგერების ჩართვა!” – წერს სოციალურ ქსელში თბილისში მოკლული აზერბაიჯანელი გოგონას ახლობელი.

დღეს უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ახალგაზრდა გოგო მოკლეს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა