ქალაქ კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას ბიჭი ემსხვერპლა. დაღუპულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლე.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.











