ENews.Ge ახალი ამბები

საკუთარი შვილების ტრეფიკინგით გამდიდრებული მშობლები - რა ხდება ბათუმის ქუჩებში?



გამოძიება ამტკიცებს, რომ დაკავებული ჰყავთ სამი მშობელი, რომლებიც საკუთარ შვილებს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ.  კადრებში, რომელიც პოლიციამ გაავრცელა, ჩანს რომ არასრულწლოვნების იძულებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. გამომუშავებულ თანხას ბავშვებს მშობლები ართმევდნენ, ან მათ ანგარიშზე არიცხინებდნენ. 

ბათუმი, ერას მოედანი და მისი მიმდებარე ტერირია მთავარი სამიზნე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების. გამოძიებით დგინდება, რომ სწორედ ტურისტულ ადგილებში  ირჩევდნენ მშობლები იმისთვის რომ მათ შვილებს რაც შეიძლება მეტი ყვავილი გაეყიდათ. კონტაქტზე არასრუწლოვნებთან ტელეფონით გადიოდნენ და სწორედ ასე აკონტროლებდნენ რამდენი ვარდის გაყიდვა მოახერხა ბავშვმა.

არასრულწლოვნებით ტრეფიკინგის კვალიფიკაციას აძლევს კრიმინალური პოლიცია სქემას რომლიც საქართველოს ერთმა და უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქე მშობელმა შეიმუშავა.  ისინი წლების განმავლობაში მატერიალურ სარგებელს შვილების მეშვეობით იღებდნენ. ახლა კი გაშიფრული სქემის დამსახურებით მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა