ENews.Ge ახალი ამბები

"ჩემთან ექიმი შემოვიდა და ვისაუბრეთ, ახლაც შოკში ვარ..." - რას ამბობს თაკო ბარბაქაძე შვილის შესახებ, რომელიც სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანეს?



თაკო ბარბაქაძე მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს.

7 თვის გაბრიელ ჩადუნელს გერმანიაში მკურნალობენ.

როგორც გაბრიელის დედა ამბობს, მის შვილს საქართველოში და თურქეთში წვრილი და მოკლე ნაწლავის თანდაყოლილი მწვავე სინდრომი დაუსვეს. გაბრიელს საქართველოში 5 ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახს ბავშვი თურქეთშიც ჰყავდა ჩაყვანილი, თუმცა საბოლოოდ გერმანიაში წაიყვანეს სამკურნალოდ.

"გუშინ ჩემთან ექიმი შემოვიდა და ვისაუბრეთ. ახლაც შოკში ვარ, თუმცა არ ვიცოდი ყველაფერი და არაფერი მითქვამს. მითხრა ხვალ დაგელაპარაკებათ გასტროენდოკრინოლოი უფრო დეტალურადო…

გაბრიელის ნაწლავი 100 სმ არის ან უფრო მეტიც რედგენზე მთლიანადად ვერ დავინახეთო… დავათვალიერეთ ქვემოდანაც და ზემოდანაც ჩავედითო. ორი გამოკვლევა გაუკეთეს, ერთი ზევიდან მეორე ქვევიდან ანუ უკანა ტანიდან… ნაწლავში არანაირი შეფერხება არ არისო, რაც შეუშვეს მთლიანად გაიარა, არც კი შეფერხებულაო. ეს კარგი ამბავია თან ძალიან, მაგრამ რაზე ვარ ახლა გაბრაზებული...

თურქეთმა მითხრა, რომ ნაწლავი 25 სანტიმეტრი არისო, ამასთან ერთად შეხორცებები აქვს ნაწლავში და ეგ რომ ამოვაჭრათ, ნაწლავი აღარ დარჩებაო... რისთვის მახდევინეთ ამდენი ფულები?! არ ვიცი შეიძლება ადრე კარგი იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან გადასულები. ქართველებმა კი მითხრეზ 45 სმ არის ან უფრო მეტიცო… გაბრიელს 1 მეტრზე მეტი აქვს ნაწლავი ამას პლიუს არანაირი შეფერხება არ აქვს ნაწლავში!! და ოპერაცისს გაკეთებაც ჩვეუკებრივად არის შესაძლებელი, თუმცა რადგანაც ბავშვი იმატებს, ურჩევნიათ რომ ცოტახანი დაასვენონ…

2-3 თვეში გაბრიელი სრულიად მოიხსენება გადასხმიდან თუ რა თქა მუნდა ყველაფერი ისე წავიდა როგორც მიდის.. დღეიდან ნელ-ნელა მას ფაფებს დააწყებინებენ და ყოველდღიურად გაუზრდიან..." - წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.

ნაწლავი კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ერთიანად მიღების შემთხვევაში მდგომარეობა გაუარესდება… რისთვის იწვალა გაბრიელმა ამდენი და რატომ?!" - წერს თაკო ბარბაქაძე.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა