ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, დაიღუპა 17, დაშავდა 20 – მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა
კოლუმბიაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, – ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ავტობუსი სკოლის ექსკურსიის შემდეგ კარიბის ზღვის ქალაქ ტოლუდან მედელინში მიემგზავრებოდა და მას ანტიოკენიოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა.
მოსწავლეები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ.












