რით დასრულდება 9 წლის ბავშვზე სავარაუდო სისტემატური სექსუალური ძალადობის საქმე?
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და შოკისმომგვრელი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. 43 წლის ემიგრანტმა ქალმა, ნატა ვიბლიანმა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვების სერია გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვობაში გადატანილ მრავალწლიან ჯოჯოხეთზე ღიად ისაუბრა. სავარაუდო დანაშაულიდან თითქმის 35 წლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური გამოძიება დაიწყო. საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. კონფიდენციალური წყაროების ცნობით, სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს რამდენიმე პირი, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ ინფორმაციას აღნიშნული ტრაგედიის შესახებ. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარსგურიში ბოლო დღეებია, საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრია.![]()
"მაუპატიურებდა ბოსელში, სახლში, მინდორში“, - მსხვერპლის უმძიმესი ნაამბობი











