ENews.Ge ახალი ამბები

საქართველოში მერვედ ვარ... იქ არაფერი გადაგვისხამს, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ მოქცეულან" - რუსი ტურისტის პირველი კომენტარი და ახალი დეტალები



კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექს „Agarani Estate“-ში მომ­ხდარ­მა ინ­ცი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­როს ერთ-ერთ ნო­მერ­ში მყოფ ტუ­რის­ტებ­სა და ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რის შე­დე­გა

"საქართველოში მერვედ ვარ... იქ არაფერი გადაგვისხამს, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ მოქცეულან" - რუსი ტურისტის პირველი კომენტარი და ახალი დეტალები
"საქართველოში მერვედ ვარ... იქ არაფერი გადაგვისხამს, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ მოქცეულან" - რუსი ტურისტის პირველი კომენტარი და ახალი დეტალები

კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექს „Agarani Estate“-ში მომ­ხდარ­მა ინ­ცი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­როს ერთ-ერთ ნო­მერ­ში მყოფ ტუ­რის­ტებ­სა და ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რის შე­დე­გა­დაც ერთი ქალი და­შავ­და.

პო­ლი­ცი­ამ თავ­დამ­სხმე­ლი უკვე და­ა­კა­ვა, თუმ­ცა მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებ­ზე მხა­რე­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ებს ავ­რცე­ლე­ბენ. თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დას­ხმა „რუ­სუ­ლი სა­უბ­რის“ გამო მოხ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი გაჩ­ნდა. ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცის ძმა ამ­ბობს, რომ ქა­ლებ­მა ქორ­წი­ლის სტუმ­რებს, მათ სუფ­რას და აპა­რა­ტუ­რას ორ­ჯერ, გან­გებ გა­და­ას­ხეს წყა­ლი - ხმა­უ­რო­ბე­ნო...

შსს-სა და სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ლავ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში ჩხუ­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ნომ­რის აივ­ნი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ქორ­წი­ლის სტუმ­რებს და აპა­რა­ტუ­რას წყა­ლი გა­და­ას­ხეს. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მუხ­ლით, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუქ და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სას­ტუმ­რო „Agarani Estate“-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში დაგ­მო ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ხდა­რი ცალ­კე­უ­ლი სტუმ­რე­ბის ქმე­დე­ბის შე­დე­გია და არ ასა­ხავს სას­ტუმ­რო­სა თუ მისი გუნ­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა