გლამურული ფეიერვერკი, თეთრი ვარდის ბილიკები და ზღაპრული გარემო - ახალი კადრები შორენა ბეგაშვილის საიდუმლო ქორწილიდან, რომელსაც წყვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ
წლის 8 ივლისს, საკუთარ დაბადების დღეზე შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე იქორწინა. თავდაპირველად კადრები მსახიობის ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ გაავრცელა - იტალიაში, კომოს ტბაზე წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს. ცერემონიის დეტალები უმკაცრესად გასაიდუმლოებული იყო.
თუმცა, ახლახან ბეგაშვილმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ზღაპრული გარემო და დახვეწილი დეკორი მის გამომწერებს აღაფრთოვანებს.
როგორც ჩანს, წყვილის ფიცის დადების ცერემონია და ხელის მოწერა ულამაზესმა, თეთრმა ფეიერვერკმა დააგვირგვინა.












