ENews.Ge ახალი ამბები

მახრჩობდაო რომ ამბობს, ეს გოგო 60-კილოიანია და დათვის ხელები საიდან აღმოჩნდა მის ყელზე" - რას ამბობს რუსი ტურისტის ადვოკატი



 სას­ტუმ­რო­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ქა­ლის ად­ვო­კა­ტის, ლალი აფ­ცი­ა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი გუ­შინ გა­მო­ი­კი­თხნენ და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ აკ­რძალ­ვა­ზეც გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ აფ­ცი­ა­ურ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც აფ­ცი­ა­უ­რი გან­მარ­ტავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ქალი ქორ­წი­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მყო­ფი პი­რე­ბის მი­მართ რა­ი­მე სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას გა­მო­რი­ცხავს.

„უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი - რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მათ შო­რის, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ცაა. რა თქმა უნდა, გა­მო­ი­კი­თხნენ, ჩვე­ნე­ბა მის­ცეს, აღ­წე­რეს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი. მოკ­ლედ გე­ტყვით, რად­გან გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე მაქვს ხელი მო­წე­რი­ლი მეც და ამ გო­გო­ებ­საც“, - აცხა­დებს აფ­ცი­ა­უ­რი.

კი­თხვა­ზე, გა­მო­რი­ცხავს თუ არა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­საძ­ლოა, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყოს, რად­გან და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძეს კის­რის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ამ ეტაპ­ზე, ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა