თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა - რა სასჯელი ემუქრება გიორგი ჭიღლაძეს?
თელავში, სასტუმრო „Agarani Estate“-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო სხდომაზე 5 000 - ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს. თელავის რაიონული სასამართლო ჭიღლაძის აღკვეთ ღონისძიებაზე სავარაუდოდ 21 ივლისს იმსჯელებს. ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მას ბრალდების დადგენილება საგამოძიებო უწყებამ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო. ჭიღლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.












