ENews.Ge ახალი ამბები

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა



დედაქალაქში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

გადაადგილება ავტომობილებით მოსიარულეებისთვის გართულებულია აღმაშენებლის ხეივანზე, გლდანში, ავლაბრის მიმდებარედ.

ასევე, გზის სავალი ნაწილი დაიტბორა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

უხვი ნალექის შედეგად თბილისში, თამარაშვილის გამზირზე გზა ჩაიკეტა. ძლიერმა წვიმამ ადგილზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ არავინ დაშავებულა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთზე არსებულ გზებზე, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ჩარჩენილი ავტომობილების გზის მონაკვეთიდან გაყვანას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეტყობინებებზე რეაგირეგას ახდენს, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია შესულა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა