ENews.Ge ახალი ამბები

იტალიაში ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაიცვალა ცნობილია მისი ვინაობა და ფოტოები



რომის ქართული სამრევლო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, გარდაიცვალა სამრევლოს წევრი - თეონა ბაღიშვილი.

„ჩვენი თეოს ლამაზი, უკვდავი სული ცხონდეს. გარდაიცვალა ჩვენი სამრევლოს წევრი, თეონა ბაღიშვილი", - წერია სამძიმრის წერილში.

თეონა ბაღიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ მისი მეგობრები და ახლობლებიც და ახალგაზრდა ქალს საჯაროდ ემშვიდობებიან.

„თეო, არც არაფრის იმედი მქონდა, მაგრამ არც მინდოდა ფიქრი, რომ ეს დღე ასე მალე დადგებოდა. როცა ჩვენი რძალი გახდი, პირველად ჩემს ოჯახში შემოხვედი ისეთი ღიმილიანი და ბედნიერი იყავი და ასე მალე ჩაქრა ეს ბედნიერება. ვიზიარებ თქვენს მწუხარება, ძალიან მტკივა თქვენი ტკივილი", - წერს მოქალაქე ფიქრია ხაჩიფერაძე სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი მძიმე სენს ებრძოდა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა