23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
მორიელი
დროა, თქვენს ძველ შეცდომას ახლებურად შეხედოთ - ეს როგორც სიყვარულს, ისე მეგობრულ ურთიერთობებს ეხება. ძალიან პერსპექტიული დღეა შეხვედრებისთვის, განსაკუთრებით მათთან, ვინც გულწრფელად გიყვართ. შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ გრძნობებზე და ბოლო სიახლეები განიხილოთ. ამ დღეს ნებისმიერი შენაძენი წარმატებული იქნება. თუ უფროსი თქვენს წარმატებებს ვერ ამჩნევს, დროა, ეს მსუბუქად მიანიშნოთ. თუ თქვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მოძებნეთ სამსახური, სადაც მეტად დაგაფასებენ. ფინანსურ სფეროში სიფრთხილე გმართებთ —ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა თაღლითების ყურადღების ცენტრში მოექცეთ! მოსალოდნელია ჯანმრთელობის მცირე გაუარესებაც, ამიტომ მეტი დაისვენეთ და საკუთარ თავზე იზრუნეთ.
მშვილდოსანი
მარტოობას საბოლოოდ რომ დაემშვიდობოთ, ინიციატივის საკუთარ ხელში აღება მოგიწევთ. თუკი სამსახურში ზუსტ დროს ზუსტ ადგილას აღმოჩნდით, ხელმძღვანელობის თვალში მნიშვნელოვან ქულებს ჩაიწერთ. ზედმეტი აქტიურობა ან შეცდომები შესაძლოა ძვირად დაგიჯდეთ. ფულს გაუფრთხილდით — დაუგეგმავი საყიდლები სარგებელს არ მოგიტანთ. შესაძლოა ჯანმრთელობის ძველმა პრობლემებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ ეცადეთ, ფიზიკური დატვირთვა შეამციროთ.
თხის რქა
გამორიცხული არ არის, ძველმა წყენამ თავი კვლავ იჩინოს. ვარსკვლავები ნათესავებთან თუ მეგობრებთან მოულოდნელ უთანხმოებას გიწინასწარმეტყველებენ. თუ საქმეები შეფერხდა, ეცადეთ, ყველაფერი დიპლომატიურად მოაგვაროთ, თუმცა სამართლიანობის პრინციპები არ დაივიწყოთ. დღეს უამრავი საქმის მოსწრებას შეძლებთ, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. მეგობრების ან ნაცნობების დახმარებით მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავალი. ზომიერი კვება და ჯანსაღი ძილი დაგეხმარებათ, ენერგია მომავალი მიღწევებისთვის შეინარჩუნოთ.
მერწყული
ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ეს დღე განსაკუთრებული იქნება. თუ პარტნიორი ჯერ არ გყავთ, ახალი ნაცნობობის შანსი იზრდება! სამსახურში თქვენს მიღწევებს ღირსეულად შეაფასებენ — ხელმძღვანელობა მზადაა უფრო პერსპექტიული თანამდებობა შემოგთავაზოთ. დასუსტებული მერკურის გამო შესაძლოა ფინანსების ნაკლებობა იგრძნოთ — ფული ყველა საჭიროებას ვერ დაფარავს, ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ სესხის აღებაზეც იფიქროთ. ეს დღე პერსპექტიულია სილამაზის სალონების სტუმრობისა და სხვადასხვა საყიდლებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, ეჭვები გვერდზე გადადოთ და წინასწარ შედგენილი სცენარით იმოქმედოთ.
თევზები
საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. რომანტიკისთვის ხართ განწყობილი, თუმცა თქვენმა მერყევმა ხასიათმა შეიძლება პარტნიორი წყობიდან გამოიყვანოს. სამსახურში დავალება თქვენთვის სრულიად გასაგებია, თუმცა მხოლოდ „გაგება“ საქმეს ნამდვილად ვერ გაგიადვილებთ, რადგან ამ დავალებების შესრულება დიდ დროს და ძალას მოითხოვს. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი ან სხვისი საიდუმლო არ წამოგცდეთ. ნუ გადაიხდით ზედმეტს იმ ნივთებში, რომლებიც ამად არ ღირს. დღეს იქნება ცდუნება, რომ ბრენდული ნივთი შეიძინოთ, რომელიც საბოლოოდ ყალბი აღმოჩნდება. ყურადღება მიაქციეთ ინტუიციურ შეგრძნებებს. თქვენი ორგანიზმი თავად განიშნებთ, თუ რა სჭირდება.











