განა არ გაქვთ იმდენი ზეგავლენა და ავტორიტეტი, რომ მუშტის გარეშე იყოს დაცული ჩვენი რწმენა?“ - სევდია უგრეხელიძე პატრიარქ შიოს მიმართავს
მუშტით დაცვას საჭიროებს? განა არ გაქვთ იმდენი ზეგავლენა და ავტორიტეტი, რომ მუშტის გარეშე იყოს დაცული ჩვენი რწმენა, რომელიც აქამდე მოგვიტანია? “- ასე მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სევდია უგრეხელიძე პატრიარქს, რითაც ამავე დროს, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ “ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის მიზნით, თანამოაზრეებთან ერთად ახალ მოძრაობას აფუძნებს”.
- როგორც მან აღნიშნა, „საქართველოში გუშაგთა კორპუსის შექმნა უნდათ“.
„როგორც ჩანს, საქართველოს უპირებენ ძალადობის სპირალის ახალ საფეხურზე შეყვანას. სამწუხაროდ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს სწორედ ხელისუფლების მითითებით ხდება. ამ ხელისუფლებისგან სხვადასხვა ეტაპზე მოძალადე ჯგუფების დაორგანიზებას ჩვენ ვართ მიჩვეული. ახალი „არტ ინფო“, ახალი მოძალადე ჯგუფები აპირებენ თავისი შეხედულებით, სრულიად გაურკვეველი მიზეზით იძალადონ ყველაზე, ვინც კი არ მოეწონებათ. სხვას არაფერს ნიშნავს გიორგი ქართველიშვილის განცხადება, რომელიც არის სრულიად ამორფული. არავითარ კონკრეტიკას არ შეიცავს როგორ აპირებს ქართული სიწმინდეებისა და ეკლესიის დაცვას. ეს არის ანტიკონსტიტუციური. თუ ეს არ არის ხელისუფლების დაკვეთა და ხელისუფლების მესიჯი, მაშინ ის საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაიბარონ და განსაზღვრონ მისი საქმიანობის მიმართულებაში რას გულისხმობს.
საქართველოში გუშაგთა კორპუსის შექმნა უნდათ, გუშაგთა კორპუსის ფილიალის. ალბათ ტყუილად არ გვქონდა ირანთან ასეთი ახლო კონტაქტები, ჩვენს ფაქტობრივ ხელისუფლებას. ახლა უნდათ, რომ ისინი როგორც იცავენ თავიანთ რელიგიას, ისე დაიცვან მართლმადიდებლობა საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მართლმადიდებლობას არავის დაცვა არ სჭირდება. ის არის ძალიან კარგ კონდიციაში. საპატრიარქომ და კონკრეტულად პატრიარქმა ამაზე უნდა მოახდინოს რეაგირება.
მივმართავ პატრიარქ შიოს: განა ჩვენი ეკლესია მუშტით დაცვას საჭიროებს? განა არ გაქვთ იმდენი ზეგავლენა და ავტორიტეტი, რომ მუშტის გარეშე იყოს დაცული ჩვენი რწმენა, რომელიც აქამდე მოგვიტანია? - მგონი, არა! ვფიქრობ, საპატრიარქომაც უნდა მოახდინოს რეაგირება და მოუწოდოს და დაგმოს ეს მიზნები, თუ ის არ არის საგანგებოდ ხელისუფლების მიერ მომზადებული ამ ძალადობისთვის. ჩვენ გვიმზადებენ ახალ და











