29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ან დამატებითი ვალდებულებების აღებას მოერიდოთ. ის, რაც ერთი შეხედვით მარტივი გგონიათ, სინამდვილეში საკმაოდ რთული აღმოჩნდება. მნიშვნელოვანი საუბარი გელით ადამიანთან, რომელზეც თქვენი კეთილდღეობაა დამოკიდებული. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ვარსკვლავები შვებულების აღებას გირჩევენ — ახალი შთაბეჭდილებები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
მოერიდეთ ოჯახის წევრების დადანაშაულებას და ეცადეთ, სადავო საკითხებში შეთანხმებას მიაღწიოთ. რაც არ უნდა მოხდეს, ოჯახურ უთანხმოებას სახლის გარეთ ნუ გაიტანთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია გეგმების შედგენისა და ისეთი კავშირების დასამყარებლად, რომლებიც მომავალში კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ცდუნებას გაუმკლავდეთ და მაღაზიის ბრჭყვიალა თაროებს თვალი აარიდოთ — მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღებით მოეპყროთ. თუ ტკივილგამაყუჩებლის სმა ცხოვრების წესად გექცათ, ეცადეთ ტკივილის გამომწვევი მიზეზი იპოვოთ.
მერწყული
გაჯიუტება და დათმობაზე წასვლის სურვილის არქონა თქვენს რომანტიკულ ურთიერთობებზე პირდაპირ აისახება — შესაძლოა, აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც საყვარელი ადამიანი ზურგს შეგაქცევთ. ტრადიციებისა და ცხოვრების ჩვეული წესის პატივისცემა ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეცადეთ, სამომავლოდ გადადებული საქმეები დროულად დაასრულოთ. შესაძლოა ფინანსური ან საქმიანი მხარდაჭერა იმ ადამიანს სთხოვოთ, ვინც არასოდეს მოგწონდათ, მაგრამ თქვენდა გასაკვირად, მისგან დახმარებას მიიღებთ. თუ თავისუფალი დრო გაქვთ, სამოგზაუროდ გაემგზავრეთ ან ბუნებაში გაისეირნეთ — ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
თევზები
დროა, კომპლექსების დაძლევაზე იზრუნოთ — ამაში შეგიძლიათ, ფსიქოლოგიური კურსებიც დაიხმაროთ. დროს უაზროდ ნუ დახარჯავთ. ეცადეთ, სტერეოტიპული აზროვნებისგან გათავისუფლდეთ. ფინანსურ და ბიზნესსფეროში ხელსაყრელი პერიოდი იწყება — იმოქმედეთ, რომ ხელსაყრელი მომენტი არ დაკარგოთ. ეცადეთ ცვლილებები მიიღოთ და ცხოვრების დინებას ნუ











