ENews.Ge ახალი ამბები

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი



მოახერხებთ თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ასე გაგრძელება შეუძლებელია. იხელმძღვანელეთ პრინციპით — ყოველი ადამიანი თავისებურად უნიკალურია, ამიტომ ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის — დიდი შანსია, რომ მოვლენათა მსვლელობა თქვენ სასარგებლოდ შეცვალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, რაც ენერგიითა და მხნეობით აღგავსებთ.

მშვილდოსანი

საუკეთესო პერიოდია გრძნობების გამოსახატავად — ეს საჩუქრებისა და სითბოს გაზიარების დროა. ჰორიზონტზე გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა ახლობლებთან ერთად განიხილოთ. ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, ასევე სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებთან ურთიერთობისთვის. თუ ბოლო დროს მოსალოდნელი შემოწმებების გამო ძალიან ნერვიულობდით, შეგიძლიათ, დამშვიდდეთ — თქვენი შიშები უსაფუძვლო აღმოჩნდება! სხვა მხრივ, სახიფათო პერიოდია — არ ღირს გარიგებების დადება, ახალ პროექტებში ჩართვა ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა. თუ საღამოობით თავის ტკივილი გაწუხებთ, ძილის რეჟიმი უნდა მოაწესრიგოთ და დასვენებას მეტი დრო დაუთმოთ.

თხის რქა

უსმინეთ საკუთარ გულს და მის ძახილს მიჰყევით. თუ თანაგრძნობა ან მხარდაჭერა დაგჭირდებათ, ძველ ნაცნობებს მიმართეთ. ისინი თქვენს პრობლემას სხვა მხრიდან დაინახავენ, რაც გამოსავლის სწრაფად პოვნაში დაგეხმარებათ. ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი. პარტნიორების საეჭვო გარიგებებს ნუ დათანხმდებით. ბიუჯეტურ სფეროში დასაქმებულებს მაქსიმალური ყურადღება მართებთ, რადგან მოსალოდნელია უთანხმოება უფროსთან. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენებს და ფულის სესხებას. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე და ელექტრომოწყობილობებთან — არსებობს მცირე საყოფაცხოვრებო ტრავმების რისკი.

მერწყული

ბოროტად ნუ გამოიყენებთ გარშემომყოფთა ნდობას, ემოციები აკონტროლეთ და ავანტიურებს მოერიდეთ. დღის მეორე ნახევრიდან უარყოფითი ტენდენციები შემცირდება, თუმცა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება დიდ დროს და ფულს წაგართმევთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ ძველი პრობლემის მოგვარების შანსს, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ. გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით, რადგან სხვისმა რჩევამ შესაძლოა შეცდომამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, აკეთოთ საქმე, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ — ასე თავს გაცილებით ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ.

თევზები

პირად ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები იწყება. გადახედეთ თქვენს შეხედულებებს ცხოვრებაზე და მოიცილეთ ყველაფერი, რაც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. ასტროლოგები გირჩევენ, დღეს საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ. ამ დღეს გარშემომყოფების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ერთობლივი შრომით გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწევთ. დღის ბოლოს რომანტიკული შეხვედრა გელით, თუმცა ბედი რთულ პარტნიორს შეგახვედრებთ, რომლისთვისაც კომპრომისი უცნობია. დაოჯახებულებს გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი დასვენებასა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაუთმოთ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა