ENews.Ge ახალი ამბები

რუსეთში შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს" - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი



 დღეა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი დრო­ნე­ბით უტე­ვენ რუ­სე­თის უმ­სხვი­ლეს მარ­კეტპ­ლე­ი­სის, Wildberries-ის ლო­ჯის­ტი­კის ცენ­ტრებს. მათ შო­რის ქა­ლაქ კრას­ნო­დარ­ში, არ­მა­ვირ­ში, სტავ­რო­პო­ლის მხა­რის ქა­ლაქ ნე­ვი­ნო­მის­კში, მოს­კო­ვი­სა და ტამ­ბო­ვის ოლ­ქებ­ში.

კომ­პა­ნი­ის სა­წყო­ბებ­ში მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრე­ბია. შე­ტე­ვა და­ა­დას­ტუ­რა Wildberries-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ტა­ტი­ა­ნა კიმ­მა, უკ­რა­ი­ნულ­მა და რუ­სულ­მა ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­მა კი გა­ავ­რცე­ლეს თვითმხილ­ვე­ლე­ბის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­კად­რე­ბი.Wildberries-ი 2004 წელს და­არ­სე­ბუ­ლი რუ­სე­თის უდი­დე­სი ონ­ლა­ინ-მარ­კეტპ­ლე­ი­სია. პლატ­ფორ­მას ყო­ველ­თვი­უ­რად 79 მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, მისი გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის წლი­ურ­მა ბრუნ­ვამ 2,9 ტრი­ლი­ონ რუბლს გა­და­ა­ჭარ­ბა, ხოლო კომ­პა­ნი­ის ქსე­ლი 90 ათას­ზე მეტ გა­ცე­მის პუნ­ქტს და დღე­ში 20 მი­ლი­ონ­ზე მეტ შეკ­ვე­თას მო­ი­ცავს. სწო­რედ ამ მას­შტა­ბის გამო Wildberries-ი რუ­სე­თის შიდა ვაჭ­რო­ბი­სა და ლო­ჯის­ტი­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ინფრას­ტრუქ­ტუ­რად მი­იჩ­ნე­ვა.

  • უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სარ­დალ­მა რო­ბერტ ბროვ­დიმ ("მა­დი­ა­რი") Wildberries-ის სა­წყო­ბებ­ზე მი­ტა­ნი­ლი მო­რი­გი იე­რი­შის შემ­დეგ თა­ვის ტე­ლეგ­რა­მარხზე და­წე­რა, რომ იე­რი­შე­ბის მი­ზა­ნია რუ­სეთ­მა ომი იგ­რძნოს - მის­მა ეკო­ნო­მი­კამ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა პირ­და­პირ ან ირი­ბად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია Wildberries-თან. "მოს­კო­ვი და­ე­ცე­მა. ყი­რიმს კვლავ და­ვიბ­რუ­ნებთ და აღ­ვად­გენთ", - და­წე­რა ბროვ­დიმ.

იგ­რძნობს თუ არა ომს მთე­ლი რუ­სე­თი და გა­მო­ა­ცხა­დებს თუ არა პუ­ტი­ნი შე­მოდ­გო­მა­ზე სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას, ამ სა­კი­თხებ­ზე გე­ნე­რალ-მა­ი­ორ ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა