ENews.Ge ახალი ამბები

ვრცელდება ორი ვერტმფრენის შეძახების კადრები



საბერძნეთში, ორი სახანძრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა.

ბორტზე მყოფი ოთხი პირიდან ორი დაიღუპა.

თავდაპირველი ინფორმაციით, დაღუპული პილოტებიდან ერთ-ერთი რუმინული წარმოშობის იყო. თუმცა, განახლებული ცნობების მიხედვით, ვერტმფრენის მეთაური, რომელიც დაიღუპა, დანიის მოქალაქე აღმოჩნდა.

იმავე ინფორმაციის თანახმად, ორივე ვერტმფრენის ეკიპაჟის ოთხივე წევრი კერძო პირი იყო — ისინი მუშაობდნენ კომპანიებში, რომლებმაც ვერტმფრენები საბერძნეთის სახელმწიფოს იჯარით გადასცეს საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებისთვის.

არც ერთი მათგანი საბერძნეთის სახანძრო სამსახურის თანამშრომელი არ ყოფილა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა