ENews.Ge ახალი ამბები

როგორ ეხმაურება დედა სიდონია ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს



სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა ზაალ ლა­ტა­რია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი დღის წინ დაბ­რუნ­და. გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა.

ამ სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა დედა სი­დო­ნია:

“ახ­ლობ­ლის ტაძ­რი­დან გას­ვე­ნე­ბა მგლო­ვი­ა­რეს ტან­ჯვას უმ­სუ­ბუ­ქებს. მას სჯე­რა, რომ ტა­ძარ­ში აღ­ვლე­ნი­ლი ლოც­ვა შეს­მე­ნი­ლი იქ­ნე­ბა, უფა­ლი შეს­ვე­ნე­ბულს ცოდ­ვებს შე­უნ­დობს და თა­ვის წი­აღ­ში და­უმ­კვიდ­რებს. ამი­ტომ, რო­დე­საც სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მარ­თე­ბუ­ლად მიგ­ვაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნის გას­ვე­ნე­ბა ტაძ­რი­დან არ მოხ­დეს, ეს მგლო­ვი­ა­რეს ისე­თი თა­ნალ­მო­ბით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და გუ­ლის­ტკი­ვი­ლით უნდა ავუხ­სნათ, რომ მან ჩვე­ნი ზრუნ­ვა იგ­რძნოს და მის გულ­ში შფოთ­ვა არ და­ი­ბა­დოს.

ვფიქ­რობ, უარ­საც უფრო მშვი­დად მი­ი­ღებ­დნენ, თა­ნად­გო­მა, სიყ­ვა­რუ­ლი და გულ­წრფე­ლი წუ­ხი­ლი რომ ეგ­რძნოთ.არ ვიცი, ამ შემ­თხვე­ვა­ში რა მოხ­და, მაგ­რამ, რად­გან მგლო­ვი­ა­რემ ასე­თი წყე­ნა და შფო­თი გა­მო­ხა­ტა, არაა გვი­ა­ნი, მისი გუ­ლის ტკი­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლით შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ.ბო­ლომ­დე უნდა ვე­ცა­დოთ, ვიზ­რუ­ნოთ ადა­მი­ა­ნის სულ­ზე და არ დავ­ტო­ვოთ იგი შფოთ­ვა­სა და ტკი­ვილ­ში.

ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ზე დიდი მსა­ხუ­რე­ბა სწო­რედ ის არის, რომ ადა­მი­ა­ნის გულს მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­რძნო­ბით.ამაღ­ლე­ბუ­ლია არა ის, ვინც მხო­ლოდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს, არა­მედ ის, ვინც სიყ­ვა­რუ­ლით ეძებს გზას მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის ნუ­გე­ში­სა და გა­დარ­ჩე­ნის­თვის. წეს­მა ადა­მი­ა­ნის გული არ უნდა დაჩ­რდი­ლოს!„შა­ბა­თი კა­ცი­სათ­ვის შე­იქ­მნა და არა კაცი შა­ბა­თი­სათ­ვის“ (მარკ. 2:27). ეს არ ნიშ­ნავს წე­სის გა­უქ­მე­ბას; ნიშ­ნავს, რომ ღვთის მცნე­ბებ­სა და სა­ეკ­ლე­სიო წე­სებს სა­ბო­ლოო მიზ­ნად ადა­მი­ა­ნის ღმერ­თთან მი­ახ­ლო­ე­ბა აქვს.თუ წე­სის დაც­ვა ადა­მი­ანს ტკი­ვილს აყე­ნებს, ამის ახ­სნა უნდა მოხ­დეს სიყ­ვა­რუ­ლით, სიფრ­თხი­ლით და თა­ნაგ­რძნო­ბით.ახლა, იმ გო­გო­ნას სულს სიმ­შვი­დე და ლოც­ვა სჭირ­დე­ბა” – წერს დედა სი­დო­ნია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა