ერთ-ერთ სკვერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, კლდიაშვილის სკვერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 37 წლის კაცმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. გარდაცვლილი კაცი გამთენიისას გამვლელებმა ნახეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს.
არსებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს











