ENews.Ge ახალი ამბები

გაუჩინარების კიდევ ერთი ამოუხსნელი შემთხვევა – რას ყვება ახალგაზრდა ბიჭის დედა?



18 წლის და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის, ზუკა გუ­ლა­რო­ვის ოჯა­ხი ისევ ახალ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვს. ბიჭი 2025 წლის, 12 დე­კემ­ბერს გამ­თე­ნი­ას კას­პში, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­ვი­და და მას შემ­დეგ მის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ყველ­გან ჩა­ა­ტა­რეს, კას­პის მიმ­დე­ბა­რედ და ტყის მა­სივ­შიც დიდ­ხანს მი­დი­ო­და მისი ძებ­ნა, მაგ­რამ კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. და­კარ­გუ­ლი გუ­ლა­რო­ვის ოჯახს არ აქვს მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, თუ სად გა­უ­ჩი­ნარ­და 8 თვის წინ მათი შვი­ლი.

ჩვენ ზუ­კას დე­დას, ხა­თუ­ნა დუ­და­ურს და­ვუ­კავ­შირ­დით:

– ზუკა 2025 წლის 12 დე­კემ­ბერს, ღა­მით, კას­პი­დან, სახ­ლი­დან სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­ვი­და და მას შემ­დეგ მისი კვა­ლი არ­სად ჩანს. უკვე 8 თვეა მის მო­სა­ძებ­ნად ყვე­ლა­ნა­ირ გზას ვი­ყე­ნებთ. ვე­ძებთ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ვე­ძებთ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ში და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ზუკა იმ­ყო­ფე­ბო­დეს, თუმ­ცა ამ დრომ­დე მისი პოვ­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. 8 თვე გა­ვი­და და ზუ­კას ძებ­ნა არც ერთი დღე არ შე­წყვე­ტი­ლა. დღემ­დე არ ვი­ცით, სად არის ჩემი ზუკა და რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ისევ გან­ვა­ახ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ სად­მე ნახა, სად­მე შეხ­ვდა ან რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია აქვს, რაც მის პოვ­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ყვე­ლას ვთხოვ, თუნ­დაც ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო ინ­ფორ­მა­ცი­აც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდეს ჩვენ­თვის და მოგ­ვა­წო­დონ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია.

– ღა­მით გა­ი­პა­რა ზუკა სახ­ლი­დან?

– 12 რი­ცხვი რომ თენ­დე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2 სა­ათ­ზეა გა­პა­რუ­ლი და წა­სუ­ლი. უწე­სი­ე­რე­სი ბავ­შვია. წიგ­ნე­ბი უყ­ვარ­და ძა­ლი­ან, ტყე­ში და მთა­ში მარ­ტო გას­ვლა მოს­წონ­და და ასეთ რა­მე­ებ­ზე სა­უბ­რობ­და, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ჩემი შვი­ლი სად­მე არის და ცო­ცხა­ლია. ჯო­ჯო­ხეთს გავ­დი­ვართ, სი­ახ­ლე არა­ფე­რი არ არის, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ამ დრომ­დე არ გვაქვს. სა­ერ­თოდ ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გეთ. სი­ახ­ლე სამ­წუ­ხა­როდ არ მაქვს. ბავ­შვს ყველ­გან, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვე­ძებთ, რო­გორც ინ­ტერ­ნე­ტით, ისე ფი­ზი­კუ­რა­დაც დავ­დი­ვართ ყველ­გან. არ ვიცი სად მოვ­ძებ­ნო. გუ­შინ გან­ვა­ახ­ლე ეს პოს­ტი იქ­ნებ ვინ­მემ ნა­ხოს, ან ვინ­მემ მოკ­რა თვა­ლი. უკვე არ ვიცი რა ვთქვა.

– ამ­დე­ნი ხნის მერე რა­ი­მე ვერ­სია გაქვთ?

– მეც აღარ ვიცი რა ვი­ფიქ­რო. რა ხდე­ბა სა­ერ­თოდ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­კარ­გუ­ლი. ჩვენ ცოტა სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. ზუკა თა­ვი­სი ნე­ბით არის წა­სუ­ლი სახ­ლი­დან, არა­და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა ბავ­შვს არ ჰქონ­და. თვი­თონ სახ­ლში, სა­ახ­ლობ­ლო­შიც ბავ­შვი კარ­გად გრძნობ­და თავს, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. სრუ­ლი­ად და­ლა­გე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. სუფ­თა წარ­სუ­ლიც, უბ­რა­ლოდ ბავ­შვს ჰქონ­და თა­ვი­სი სამ­ყა­რო, ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ნა­კი­თხი, უნი­ჭი­ე­რე­სი ბავ­შვია. არ ვიცი რა ვთქვა, დედა რომ ინატ­რებს, ისე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი შვი­ლია ზუკა. ვე­რა­ვის ვერც ხელს ვერ და­ვა­დებ, იმი­ტომ რომ ზუ­კას არ ჰყავ­და არც მტე­რი, არც რამე უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­თან არ გვაქვს საქ­მე. უბ­რა­ლოდ ზუკა თა­ვი­სი ნე­ბით ადგა და სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა. რო­გორც ჩანს, და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და ბავ­შვს, ისეთ რა­ღა­ცას იტყო­და, მე და ჩემს მე­უღ­ლეს გვიკ­ვირ­და. თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ერ­თოდ იცით რა არი­სო? ალ­ბათ ამას გუ­ლის­ხმობ­და ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში.

გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი ბავ­შვიც არ იყო, ძა­ლი­ან ჩა­კე­ტი­ლი, რომ ამას და­ვაბ­რა­ლო. ცოტა სხვა­ნა­ი­რად მსჯე­ლობ­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და კი­თხვა, წიგ­ნებს კი კი­თხუ­ლობ­და ბევ­რს და ამას ვფიქ­რობ­დი. ჯერ მარ­ტო სამ ენას ფლობს, სულ თა­ვი­სი ნი­ჭით, მე­ცა­დი­ნე­ო­ბით მი­აღ­წია ყვე­ლა­ფერს. პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჩა­ა­ბა­რა შარ­შან, თა­ვი­სი ჭკუ­ით, გო­ნე­ბით. არ მი­ტა­რე­ბია რე­პე­ტი­ტო­რებ­თან სა­ერ­თოდ. არ ვიცი, არა­ფე­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი დღემ­დე არ გვაქვს. მე ვარ დედა და მე რომ არ მაქვს ხელ­ჩა­სა­ჭი­დი, სხვას ვის უნდა ჰქონ­დეს. ჩემი გული არ გრძნობს ცუდს და ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლია. არც ცუდს არ ჩა­ი­დენ­და, თავს არ მო­იკ­ლავ­და.

– ამ­დე­ნი ხანი ასე და­გე­მა­ლე­ბო­დათ?

– არ ვიცი რა ვთქვა. არც ის ვიცი საით ვე­ძე­ბო, სად წა­ვი­დე, რო­მელ მხა­რეს ვე­ძე­ბო იმი­ტომ რომ სულ გა­და­ჩხრე­კი­ლია ყვე­ლა­ფე­რი. სულ მო­ძი­ე­ბუ­ლია ძა­ლი­ან გვერ­დში და­მიდ­გა თა­ვი­დან­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ყველ­გან ეძებ­დნენ, ვერ­სად ვე­რა­ნა­ი­რი კვა­ლი კვა­ლი ვერ ნა­ხეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ძებ­ნა შე­ჩერ­და, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ. ყველ­გან ვე­ძებთ. მე რა გა­მა­ჩე­რებს. ტუ­რე­ბით დავ­დი­ვარ სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ე­ბის ეკ­ლე­სია მო­ნას­ტრებ­ში, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, იქ­ნებ სად­მე იყოს ჩემი შვი­ლი. ახ­ლა­ხან კა­ხეთ­შიც ვი­ყა­ვი, მო­ვი­ა­რე სულ ეკ­ლე­სია მო­ნას­ტრე­ბი. უკვე ესეც არ ვიცი სად წა­ვი­დე. არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ გა­მაჩ­ნია სად გაქ­რა ბავ­შვი ასე უგზო-უკ­ვა­ლოდ.

იქ­ნებ ვინ­მე მე­ცხვა­რეს შეხ­ვდა და მთა­ში წა­იყ­ვა­ნა. რას აღარ ვფიქ­რობთ მე და ჩემი მე­უღ­ლე. მე­გობ­რე­ბი არ ჰყავ­და ზუ­კას, უბ­რა­ლოდ სა­ახ­ლობ­ლო, სა­ბი­ძაშ­ვი­ლო, თა­ვი­სი ნათ­ლია და ნათ­ლუ­ლი, ამათ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ყვე­ლა იყო ჩაბ­მუ­ლი მის მო­ძებ­ნა­ში და ამ დრომ­დე არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ გვაქვს. რომ გახ­და სტუ­დენ­ტი, ვკი­თხე დედა, ვინ­მე ძმა­კა­ცე­ბი ხომ არ გა­ი­ჩი­ნე-თქო, დე, რა­ღაც­ნა­ი­რა­დო, ყვე­ლა თა­ვის­თვის არი­სო და რა­ღაც­ნა­ი­რად ჯერ­ჯე­რო­ბით ვერც ვე­რა­ვის და­ვუ­მე­გობ­რდიო, ასე იტყო­და ხოლ­მე სახ­ლში. თბი­ლის­ში ბინა ვი­ყი­დეთ და სტუ­დენ­ტი რომ გახ­და მეც მის გვერ­დით ვი­ყა­ვი, ერ­თად ვი­ყა­ვით სულ და რა გა­მო­მე­პა­რა არ ვიცი. ამას თუ ჩა­ი­დენ­და ჩემი შვი­ლი, მე ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

– ტე­ლე­ფო­ნი არ წა­უ­ღია?

– არა ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და, სახ­ლში და­ტო­ვა, გა­მიზ­ნუ­ლად გა­ა­კე­თა აშ­კა­რად. პი­რა­დო­ბას მოწ­მო­ბა და “სქულ ქარ­დი” კას­პში ზე­მოთ არის ცოტა ტყი­ა­ნი ად­გი­ლი, მთა­გო­რი­ა­ნი ად­გი­ლი და იქ ვი­პო­ვეთ. რო­გორც ჩანს იქ გა­და­აგ­დო. პო­ლი­ცი­ას აქვს ეგ პი­რა­დო­ბაც. სულ გა­და­ძებ­ნი­ლია ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, მაგ­რამ არ­სად არა­ფე­რია ხელ­ჩა­სა­ჭი­დი. რო­გორც ჩანს, ის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს. ერთი ტან­საც­მლით, ერთი ქურ­თუ­კით და ერთი ბო­ტა­სით წა­ვი­და. ვე­რას­დროს ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემი შვი­ლი ამას გა­ა­კე­თებ­და. სრუ­ლი იდი­ლია გვქონ­და ოჯახ­ში, ვინც გვიც­ნობს ყვე­ლამ იცის რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს მე და ჩემს მე­უღ­ლეს. ვშრო­მობთ, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი არ მოჰ­კლე­ბო­დათ.

თბი­ლის­შიც გვაქვს ბინა, ზუკა, სა­ნამ სტუ­დენ­ტი გახ­და, ჩვენ შე­ვი­ძი­ნეთ შვი­ლე­ბის­თვის, ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, რა­ი­მე სა­ეჭ­ვო არას­დროს შე­გიმ­ჩნე­ვია, ბავ­შვი მშვი­დად მი­დი­ო­და, მო­დი­ო­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა