ENews.Ge ახალი ამბები

ავტობუსიდან გური რომ დაინახა, სოფომ მთელი ავტოსადგომის ყურადღება მიიპყრო – რას ჰყვება გურამ დადიანიძის დეიდა



12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის ბიძაშვილი, თამარ სარაული პოდკასტში „პირველი სტუდიო“ გურამ დადიანიძესა და დედა-შვილის განსაკუთრებულ კავშირს იხსენებს.

თამარ სარაულის თქმით, გურამი თამამი, ემოციური და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე მოზარდი იყო, რომელსაც სიბნელისა და ღამით გარეთ გასვლის ეშინოდა. მისი თქმით, მშობლების დაშორება, როდესაც გური 9 წლის იყო, ცივილურად მოხდა და ბავშვისთვის სტრესული არ ყოფილა.

„მე და გურის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. სიყვარულის გამოხატვა შეეძლო და არასდროს იკავებდა ემოციებს იმ ადამიანებთან, ვინც უყვარდა. დეიდას მეძახდა სულ… სოფომ ყოველთვის იცოდა, გური სად იყო. არაჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ დედა-შვილს. სოფოს არ უნდოდა, გურის იგი მკაცრ მშობლად აღექვა. ფინანსურად აბსოლუტურად უზრუნველყოფდა მას და ყოველდღიური კომუნიკაცია არასდროს გაწყვეტილა…

ჩვენი დავალება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი – ვიპოვოთ გურიკა, არ აქვს მნიშვნელობა გურიკა იყო კარგი, ცუდი, მხიარული თუ უჟმური, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აქ არის ადამიანის პოვნაზე საუბარი… გურის გაშავება რას ემსახურება, ვერ ვიგებ, რა არის მოტივი… ჩვენ ხომ იმიტომ გაგვაერთიანა გურიმ რომ ერთად ვიპოვოთ, არამც თუ განვიხილოთ, ვიპოვოთ…“, – აღნიშნავს თამარ სარაული.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა