ENews.Ge ახალი ამბები

ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველებაა

მოუწევთ საქართველოს დატოვება.

აუცილებლად უნდა დავაფიქსირო ის, რასაც წარსულშიც ვხედავდი და ახლაც ვხედავ: რუსეთის პრეზიდენტმა ტერორისტებთან უდიდესი მუშაობა ჩაატარა, სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოვა, რათა ოლიმპიადის პერიოდში სოჭში და მის სიახლოვეს აფეთქებები და ტერორები არ მოეწყოთ. შეთანხმება შედგა, ოღონდ პუტინმა დიდი ხარკი გაიღო საამისოდ. ეს ამბავი აუცილებლად გახმაურდება. ამაზე თვითონ ტერორისტები ილაპარაკებენ. საქმე ისაა, რომ ამ შეთანხმებას ყველა დაჯგუფება არ ემხრობოდა, წინააღმდეგი ბევრი იყო, მაგრამ წამყვანმა ძალამ, ანუ მთავარმა დაჯგუფებამ, თავისი გაიტანა. ამის გამო მომავალში დიდი დაპირისპირებები და გარჩევები იქნება მეამბოხეთა შორის.
და მაინც, აფეთქებები და ტერორისტული აქტები ამით არ აღმოიფხვრება. ისინი მაინც მოხდება. ეს გარდაუვალია. მაინც ასრულდება წინასწარმეტყველება. სხვათა შორის, ოლიმპიადის მსვლელობისას რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი ინციდენტები, ვითომ გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებები და სხვა, ყველაფერი ტერაქტი იყო. მაგრამ ეს მკაცრად ინიღბებოდა, რათა სპორტსმენები არ გაქცეულიყვნენ სოჭიდან.
კიდევ ვიმეორებ, რომ რუსეთი ჩიხში მოექცევა. რუსეთის პრეზიდენტის სურვილია, უკვე დაარტყს უკრაინას. მინდა აღვნიშნო, რომ ყირიმში, სევასტოპოლში და სხვა რუსულენოვან რეგიონებში, სადაც ეწინააღმდეგებიან უკრაინულ კანონებს და სკანდირებენ, ჩვენ ვართ რუსეთი და ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდეო, რუსეთის მთავრობისგან გაქეზებაც კი არ არის საჭირო. ყველაფერი თავისთავად ხდება. უკრაინელები და რუსები საერთოდაც აგრესიულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი და რუსეთის პრეზიდენტსაც ეს უნდა. ხალხი გაღიზიანებულია და ისედაც წამოიწყებს ომს. ისეთი ამბები ატყდება, რომ პუტინი ხელებს გაშლის, რა ვქნა, ბატონო, თუ არ ჩავერიე, არ შეიძლება, ჩემს ხალხს ხომ არ დავაჩაგვრინებ უკარაინელებს, მათ არ სურთ უკრაინასთან ყოფნა, ეს მიწები რუსეთს ეკუთვნის, რუს ხალხს, და ჩვენ ვალდებული ვართ დავეხმაროთ ჩვენს ხალხსო…
(გაგრძელება იქნება)
P.შ. მასალი მთავარ ფოტოდ გამოყენებულია რუკა, რომელზეც ლელა კაკულიამ ჯერ კიდევ შორეულ 1992 წელს მონიშნა საქართველოს მცველი კოსმიური ენერგიები.
ამ რუკაზევე, მსხვილი წითელი ხაზებით, მონიშნულია რუსული არმიის ქვეყნის ტერიტორიაზე მოძრაობის კურსი – ანუ მათი შემოსვლისა და გასვლის მიმართულება. გაიხსენეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და დააკვირდით, სად არის დასმული ოკუპანტის უკუსვლის აღმნიშვნელი ისარი!!!
საყურადღებოა ისიც, რომ ამ რუკაზე საქართველო ერთა ლიგის მიერ (გაეროს წინამორბედი ორგანიზაცია) აღიარებულ საზღვრებშია ასახული!!!

ამ რუკას, უკანა მხარეს, არაერთი მაშინდელი მაღალჩინოსნისა და საზოგადო მოღვაწის ხელმოწერა ამშვენებს დასტურად იმისა, რომ საკუთარი თვალით აქვთ ნანახი მასზე დატანილი ყველა ინფორმაცია.”ვარი პოლიტიკა გატარდება, როგორსაც ამერიკა და ევროპა — მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები გადაწყვეტენ. ფაქტობრივად, რუსულ პოლიტიკას ნიღაბი აეხდება ბოლომდე”. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა