პედოფიილოს შემთხვევები,90% შემთხვევების ოჯახებში ხდება
მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულის (პედოფილიის) სტატისტიკა, მართლაც რომ შემაშფოთებელია: 2022-2023 წლებში, ამ ტიპის დანაშაულის მსხვერპლი 260 ბავშვი გახდა; 2025 წელს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 170 ბავშვი იყო, ხოლო სექსუალური ექსპლუატაციისა - ექვსი. ეს, ოფიციალური მონაცემებია, თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რეალური ციფრები გაცილებით მაღალია, რადგან მსგავსი დანაშაული უმეტესად, დაფარული რჩება. როგორ დავიცვათ პატარები პედოფილებისგან? - ამის თაობაზე, ფსიქოლოგი თამაზ ლაღიძე გვესაუბრება:
- ბატონო თამაზ, რა ფენომენია პედოფილია და როგორ ადამიანებში ყალიბდება?
- პედოფილია, ეს არის მოვლენა, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება სურვილი, სექსუალური კავშირი დაამყაროს მოზარდთან, ან ბავშვთან. ეს სურვილი შეიძლება არც გადავიდეს რეალურ ქმედებაში და ადამიანი, რომელსაც მსგავსი ინტერესები აქვს, მოძალადე არ გახდეს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სურვილი რეალობაში ხორციელდება. ძნელია იმის თქმა, როგორ ყალიბდება მსგავსი სურვილები, რადგან პედოფილიის არსი და ბუნება ბოლომდე არ არის გამოკვლეული. ისიც ნაკლებადაა შესწავლილი თუ რატომ ჩნდება ეს მიდრეკილება ადამიანში. სპეციალისტებს ძირითადი აქცენტი ნეიროგანვითარებაზე და ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესებზე გადააქვთ. უმეტესობა ფიქრობს, რომ პედოფილია ტვინის სტრუქტურის და მოქმედების დარღვევით არის გამოწვეული.











