05 სექტემბერი 08:55 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

ავარია ხობში - 6 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა