05 სექტემბერი 14:06 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

კიდევ ერთი ახალი აღმოჩენა რუსთაველის გამზირის გათხრების დროს.ვრცლად იხილეთ კომენტარში

რა აღმოჩნდა რუსთაველის გამზირის ქვეშ: ინტერვიუ არქეოლოგთან და ფოტოები ადგილიდან - "ეს არის დედაქალაქის იმ მონაკვეთის ისტორია, როცა აქ არაბული მმართველობა იყო"
რა აღმოჩნდა რუსთაველის გამზირის ქვეშ: ინტერვიუ არქეოლოგთან და ფოტოები ადგილიდან -  "ეს არის დედაქალაქის იმ მონაკვეთის ისტორია, როცა აქ არაბული მმართველობა იყო"

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­მა თბი­ლი­სის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი წარ­სუ­ლის კი­დევ ერთი უც­ნო­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ფურ­ცე­ლი გა­მო­ა­ჩი­ნა. დე­და­ქა­ლა­ქის მი­წის­ქვე­შა ფე­ნებ­ში აღ­მო­ჩე­ნილ უძ­ვე­ლეს არ­ტე­ფაქ­ტებ­სა და ის­ტო­რი­ულ გა­რე­მო­ზე არ­ქე­ო­ლო­გი, ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი მე­რაბ ძნე­ლა­ძე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ახლა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე არ­ქე­ო­ლო­გი­ურ სა­მუ­შა­ო­ებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. სა­მუ­შა­ო­ებ­ში ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სტუ­დენ­ტე­ბი.

მე­რაბ ძნე­ლა­ძეს და იმ ჯგუფს, რო­მე­ლიც ველ­ზე მუ­შა­ობს, ად­გილ­ზე ვეს­ტუმ­რეთ. მეც­ნი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­წის­ქვე­შა თბი­ლი­სი რე­ა­ლო­ბაა, რო­მელ­ზეც დღე­ვან­დე­ლი ქა­ლა­ქი დგას: "ჩვენ მას­ზე ზედ­ნა­შე­ნი ვართ და იმე­დია, შევ­ძლებთ მის სა­თა­ნა­დოდ მო­ფე­რე­ბას, რა­მე­თუ ვინც ფეს­ვებს არ პატ­რო­ნობს, მო­მა­ვა­ლი ან ცუდი ექ­ნე­ბა, ან სა­ერ­თოდ არ ექ­ნე­ბა“. მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე ობი­ექ­ტზე გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, რად­გან ათო­ბით წლის წინ ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გა­თხრე­ბი­სას ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე აღ­მოჩ­ნდა ან­ტი­კუ­რი ხა­ნის სა­მარ­ხე­ბი და სხვა­დას­ხვა ეკ­ლე­სია - მათ შო­რის კა­ლო­უბ­ნის ეკ­ლე­სია და კი­დევ სხვა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა