12 სექტემბერი 18:56 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

ცნობილი ქართველი ქალების ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები

ცნობილი ქართველი ქალების ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები
ცნობილი ქართველი ქალების ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები

Ambebi.ge იმ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ, ვისი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც ტრა­გი­კუ­ლად დამ­თავ­რდა:

ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა

ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას სიყ­ვა­რუ­ლი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. მა­შინ, მსა­ხი­ო­ბი 24 წლის იყო, გი­ორ­გი კი უნი­ვერ­სი­ტეტს ამ­თავ­რებ­და. "გო­გო­ნებს რომ გვიყ­ვარს, ისე და­ი­წყო ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია - ძმა­კა­ცებს და­ქა­ლე­ბი მო­ვე­წო­ნეთ. ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ძა­ლი­ან კარ­გი დრო იყო, ზღა­პა­რი­ვით მახ­სენ­დე­ბა. მა­შინ 24 წლის ვი­ყა­ვი. 2 წელი ვი­ყა­ვით ერ­თად. მერე უცებ გაგ­ვი­ფუჭ­და ურ­თი­ერ­თო­ბა - მე თე­ატ­რში სპექ­ტაკლზე ვმუ­შა­ობ­დი, მან უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და ნერ­ვებ­ზე ვი­ყა­ვით. და­ქორ­წი­ნე­ბას არ ვჩ­ქა­რობ­დით, რად­გან ჯერ გვინ­დო­და, ცხოვ­რე­ბა მოგ­ვე­წყო. მერე მივ­ხვდით, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა ჯუ­ჯღუნ­ში გა­დაგ­ვე­ზარ­და და პა­უ­ზა უნდა აგ­ვე­ღო, ამი­ტომ დავ­შორ­დით. ცოტა ხანი გა­ბუ­ტუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ორ თვე­ში შე­რი­გე­ბა სცა­და, მე კი მივ­ხვდი, რომ ამის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვცდი­ლობ­დით, მე­გობ­რე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით", - იხ­სე­ნებს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. გი­ორ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ანამ მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა. სულ სახ­ლში იყო, წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და და უფრო ეკ­ლე­სი­უ­რი გახ­და. გი­ორ­გის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ანას 5 წელი არა­ვინ შეყ­ვა­რე­ბია, 2 წლის წლის წინ კი იქორ­წი­ნა და დე­დაც გახ­და.

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. მომ­ღერ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ავ­ტო­ა­ვა­რი­ამ იმ­სხვერ­პლა. ქრის­ტი­ნეს და სერ­გუ­ნას პრინცს და პრინ­ცე­სას ამ­სგავ­სებ­დნენ. სერ­გუ­ნა სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობ­და და თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და. მის გა­მოგ­ზავ­ნილ სა­ჩუქ­რებს ქრის­ტი­ნე დღემ­დე ინა­ხავს. ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი მე­გობ­რობ­დნენ. იმ დღეს, როცა სერ­გუ­ნამ ქრის­ტი­ნეს სიყ­ვა­რუ­ლი აუხ­სნა, მომ­ღე­რა­ლი გა­ცი­ე­ბუ­ლი იყო, სა­ღა­მოს კი სი­ცხემ აუ­წია. სერ­გუ­ნას უნ­დო­და ქრის­ტი­ნეს გა­სამ­ხი­ა­რუ­ლებ­ლად მის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი მი­ე­ტა­ნა, სწო­რედ იმ დროს, როცა ქრის­ტი­ნეს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რე­ბო­და ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოხ­ვდა. ქრის­ტი­ნე დღემ­დე ამ­ბობს, რომ სერ­გუ­ნას ფონ­ზე ყვე­ლა მა­მა­კა­ცი შავ-თეთ­რი გახ­და. ქრის­ტი­ნე სერ­გუ­ნას დღემ­დე ხე­დავს სიზ­მრებ­ში, ხში­რად და­დის მის საფ­ლავ­ზე და ყვა­ვი­ლე­ბი მი­აქვს. "პრო­ფილ­ში" სტუმ­რო­ბი­სას ქრის­ტი­ნემ თქვა, რომ სერ­გუ­ნა მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ლაშა ჯა­კო­ბი­ა­საც ესიზ­მრე­ბო­და.

თეა თუთ­ბე­რი­ძე

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თეა თუთ­ბე­რი­ძე თით­ქმის ყვე­ლას­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ხში­რად არც უყ­ვარ­დე­ბა. მისი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. თეა თუთ­ბე­რი­ძის საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი დი­ჯეი გუგა ჟღენ­ტი იყო, თეას და გუ­გას სა­ერ­თო ვაჟი, და­თიც ჰყავთ. ამ თე­მა­ზე თეამ მხო­ლოდ ერთხელ ისა­უბ­რა, იმ დღე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბა, როცა გუგა სიკ­ვდილს ებ­რძო­და, უჭირს. გუგა სა­ნა­პი­რო­ზე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოხ­ვდა. მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა, ად­გილ­ზე გუ­გას მე­გო­ბა­რი და­ი­ღუ­პა, თა­ვად კი 7 დღის მან­ძილ­ზე ებ­რძო­და სიკ­ვდილს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. "გუგა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო - მო­სიყ­ვა­რუ­ლე და ხა­ლი­სი­ა­ნი. როცა ვი­ჩხუ­ბებ­დით, შე­რი­გე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ყო­ველ­თვის თა­ვად იყო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბაც უყ­ვარ­და. დამთმო­ბი და კე­თი­ლი, კარ­გი მამა, ჩემ­ზე უკე­თე­სი მშო­ბე­ლი - ასე შე­მიძ­ლია და­ვა­ხა­სი­ა­თო ის. ერთი წლის იყო დათი, როცა გუგა და­ი­ღუ­პა და ბავ­შვმა მა­ინც ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და. სუ­რა­თებს ვაჩ­ვე­ნებ­დით, მა­მას როცა ითხოვ­და, აბ­რუ­ნებ­და ამ სუ­რათს და ტი­რო­და, მამა აქე­დან გა­მო­ვი­დე­სო, ვერ ხვდე­ბო­და, რა­ტომ აღარ მო­დი­ო­და გუგა",- იხ­სე­ნებს თეა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ გუ­გას გარ­დაც­ვა­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი სწო­რედ შვილ­მა გა­და­ა­ტა­ნი­ნა.

ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ძმის­შვილ­ზე, ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და და ახლა პა­ტა­რა ბი­ჭის მშობ­ლე­ბიც არი­ან. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მა­შინ, როცა ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად იყო ცნო­ბი­ლი, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვია. ის მუ­რი­კო ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ლე­ლამ და მუ­რი­კომ ერ­თმა­ნე­თი ვა­კის სარ­დაფ­ში გა­იც­ნეს და ორ წელ­ზე მეტ­ხანს იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. სა­კუ­თარ ტრა­გე­დი­ა­ზე მსა­ხი­ო­ბი იშ­ვი­ა­თად ლა­პა­რა­კობს. "მუ­რი­კო თე­ატ­რში მო­ვი­და და... მო­მე­წო­ნა. ჩვენ ტო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ორ წე­ლი­წად­ზე მეტი ვი­ყა­ვით ერ­თად. ახლა ვფიქ­რობ, რომ ჩემ­თვის ეს გრძნო­ბა ღვთის­გან ნა­ჩუ­ქა­რია. როცა ად­ვი­ლად გიყ­ვარ­დე­ბა, ზე­ბუ­ნებ­რივს ვერ და­არ­ქმევ, მაგ­რამ, როცა ასე იშ­ვი­ა­თად მო­დის გრძნო­ბა, ეს სა­ჩუ­ქა­რია. ღმერ­თმა გა­მო­მიგ­ზავ­ნა სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი. ჩემ­თვის ეს სიყ­ვა­რუ­ლი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი იყო", - ის­ხე­ნებს ლელა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მუ­რი­კო პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი იყო. ის მე­გობ­რის მიერ გას­რო­ლილ ტყვი­ას ემსხვერ­პლა. ამ­ბო­ბენ, რომ ტყვია სხვის­თვის იყო გა­მიზ­ნუ­ლი და მუ­რი­კოს შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა