16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ურთიერთობის იმედი ნუ გექნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ახალ საქმე არ წამოიწყოთ, რადგან შედეგი უფრო უარყოფითი იქნება, ვიდრე დადებითი. შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მოსალოდნელია ფინანსური დავა და პრეტენზიები — შეეცადეთ, მსგავს პრობლემებს მშვიდად შეხვდეთ. მთლიანობაში, დღე ბევრ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ, მალე კი ცხოვრების წესის შეცვლასაც შეძლებთ.
მორიელი
ამ დღეს გარშემომყოფთა განწყობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ. შეეცადეთ, საკუთარი მოსაზრების დაცვა ისწავლოთ და სხვის ინტერესებში ნუ შეიჭრებით. საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება ბევრ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ ჯერ ყველაზე პრიორიტეტული ამოცანები შეასრულეთ. ასტროლოგიური პროგნოზი ამ თვეში სამსახურებრივ ცვლილებებს არ მოელის — ხელმძღვანელობა ახალი დავალებებით დაგტვირთავთ, რაც თქვენს განრიგში გარკვეულ ქაოსს შეიტანს. ნუ ააგებთ ქვიშის კოშკებს — თქვენი ოცნებები ოცნებებად დარჩება, თუ მოქმედებაზე არ გადახვალთ. ბედის საჩუქრებს ნუ ელოდებით — ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით. აკონტროლეთ ორგანიზმში მაგნიუმის დონე და გახსოვდეთ, რომ პოზიტიური აზრები მშვიდი და ჯანსაღი ძილის გარანტია.
მშვილდოსანი
პარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლოა უთანხმოებამ თავი იჩინოს —მოსალოდნელია უსაფუძვლო პრეტენზიებიც კი, თუმცა ამ ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ! როგორც ჩანს, ერთმანეთისგან ცოტა დასვენება გჭირდებათ. პროფესიულ ცხოვრებაში მზად იყავით ცვლილებებისთვის და სიტუაცია ყველა კუთხიდან შეისწავლეთ. მიჰყევით საკუთარ გეგმას და ნუ იდარდებთ, თუ გარშემომყოფები მხარს არ გიჭერენ. ამ დღეს ძვირად ღირებული ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ — მარსი ემოციურ ფონს გაზრდის, ასეთ მდგომარეობაში კი საფულის გაკონტროლება ჭირს. ნუ მისცემთ უსიამოვნებებს თქვენი დამორჩილების უფლებას. დარდმა და შფოთვამ შესაძლოა ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედოს და კანის პრობლემებიც კი გამოიწვიოს.
თხის რქა
თუ თავად არ გამოიჩენთ ინიციატივას პირად ცხოვრებაში ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. მოწყენილობა და უსიამოვნო ფიქრები რომ თავიდან აიცილოთ, შეგიძლიათ თავისუფალი დრო ძველ მეგობრებთან ურთიერთობას დაუთმოთ, რომლებიც სიამოვნებით მოსმენენ და მორალურ მხარდაჭერასაც გაგიწევენ. კონკურენტი ეცდება, რომ თქვენს გეგმებს ხელი შეუშალოს, ამიტომ სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ შემოსავლის დამატებითი წყაროების ძიება წარმატებით დასრულდება. უახლოესი დღეები ძალიან ხელსაყრელია ბუნების წიაღში ან აგარაკზე დასასვენებლად.
მერწყული
რომანტიკული ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დროა. თუ შესაძლებელია, მცირე შვებულება აიღეთ და სამოგზაუროდ გაემგზავრეთ. ამჟამად ყურადღება საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე უნდა გადაიტანოთ. მეგობრებთან შეხვედრები ერთი-ორი კვირით გადადეთ, რადგან მოსალოდნელია აზრთა სხვადასხვაობა. დღეს როგორც სამსახურებრივი, ისე საოჯახო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, რაც დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. თუ სიძუნწეს გამოიჩენთ, შესაძლოა პარტნიორი გაანაწყენოთ — ისწავლეთ ხელგაშლილობა, რათა მომავალში უფრო მეტი არ დაკარგოთ.
თევზები
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირადი ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტეთ, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ნუ იჩქარებთ — საეჭვოა, ამ სიახლეებმა გაგახაროთ. ცუდი განწყობა მალე გაივლის, ახლა მთავარია, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. ვარსკვლავები გეგმების სწრაფ განხორციელებას ჯერჯერობით ხელს არ უწყობენ; ასევე არახელსაყრელი დღეა მგზავრობისა და სწავლისთვის. სამაგიეროდ, კარგი პერიოდია თანამოაზრეებთან და ახლო მეგობრებთან შეხვედრისა და გართობისთვის. გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარში არასასიამოვნო ამბავს გაიგოთ და მატერიალურმა პრობლემებმა შეგაწუხოთ. გულდასმით გარეცხეთ ბოსტნეული და პროდუქტების ვარგისობის ვადა შეამოწმეთ — სატურნი მარსთან კვინკონსს ქმნის, რის გამოც საკვებით მოწამვლის საფრთხე იმატებს.











