სკანდალური ამბის ახალი შოკისმომგვრელი დეტალები - რა ინფორმაცია ვრცელდება 2 წლის გოგონაზე, რომელიც, სავარაუდოდ, თბილისში იყიდეს
ბავშვის ფოტო, რომელსაც იტალიური მედია ავრცელებს და ჩვენც ვიყენებთ, არ არის რეალური, ის ხელოვნური ინტელექტი საშუალებით არის შექმნილი.გუშინ, ambebi.ge-ზე იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, შოკისმომგვრელი ისტორია გამოქვეყნდა, რომელშიც გიყვებოდით საქართველოში დაბადებული გოგონას შესახებ, რომელიც იტალიელმა კაცმა იშვილა და ქვეყნიდან გაიყვანა. ორი წლის შემდეგ კი სამართალდამცავებმა "მარტოხელა მამას“ მიაკითხეს და ადგილზე დააკავეს. "ნიკოლის საქმეზე“ ვაგრძელებთ სკანდალური ისტორიის დეტალების მოძიებას.
თგამომრიცხავი იყო: ხან ამბობდა, რომ ცოლი ყაზახეთში ჰყავდა და მალე ჩამოვიდოდა, ხან კი იგონებდა, რომ ქალი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ვერ ახერხებდა ჩამოსვლას.
იტალიური მედიის ცნობით კი, სინამდვილეში პატარა ნიკოლი 2023 წელს თბილისში დაიბადა და მას შემდეგ ყაზახი დედა თვალით არავის უნახავს.
იდეალური ფასადი და განსხვავებული რეალობაგარედან ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა: მამაკაცი ყიდულობდა საფენებს, ბავშვის საკვებს, სათამაშოებს. მეზობლები ხედავდნენ, როგორ ატარებდა პატარას კენგურუთი და ეფერებოდა კიდეც. თუმცა, როდესაც 2024 წლის დეკემბერში მის სახლში კარაბინერები და სოციალური მუშაკები მივიდნენ, სრულიად სხვა სურათი დახვდათ.
სახლი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ნამდვილ ნაგავსაყრელს ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ნიკოლს საკუთარი ოთახი და საწოლი ჰქონდა, გაირკვა, რომ მას იქ არასდროს სძინებია. ბავშვი ღამეს იატაკზე, დაგებულ საბნებზე ათენებდა. ეს მაშინ დადასტურდა, როდესაც გოგონა თავშესაფარში გადაიყვანეს - ნიკოლი მხოლოდ მაშინ იძინებდა, როცა იატაკზე აწვენდნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვს ფსიქო-ფიზიკური განვითარების სერიოზული შეფერხება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას აუცილებელი ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდა, "მამას“ პედიატრთან გეგმურ შემოწმებაზე არასოდეს მიჰყავდა.
დნმ-ის ტესტი და "დარკნეთის" კვალიმას მერე, რაც პროკურატურამ მამაკაცს დნმ-ის ტესტის ჩატარება აიძულა (რაზეც ის მანამდე კატეგორიულ უარს აცხადებდა), ყველაფერი შეცვალა - კაცი ნიკოლის ბიოლოგიური მამა არ აღმოჩნდა.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით,გოგონა ბავშვებით ვაჭრობის მსხვერპლია. სამართალდამცველებმა მამაკაცის კომპიუტერი და ტელეფონები ამოიღეს. არსებობს ეჭვი, რომ ბავშვი "დარკნეთის" შავ ბაზარზე შეიძინეს.
ვეროლენგოს მაცხოვრებლები, რომლებიც ამ კაცს წლებია იცნობდნენ, შოკირებულები არიან. ის ადრე ფოლადის ქარხანაში მუშაობდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.
ივრეას პროკურატურა მას ოფიციალურად ედავება სამოქალაქო სტატუსის შეცვლასა და გაყალბებას. ეს შეეხება თბილისში, იტალიის საელჩოში წარდგენილ ყალბ მონაცემებს, რომლითაც მან ბავშვი საკუთარ შვილად გაასაღა. სამართალდამცველები ასევე ყველაზე მძიმე ვერსიაზე - ბავშვებით ვაჭრობაზე მუშაობენ. სწორედ ამ ეჭვის დასადასტურებლად ჩამოართვეს მამაკაცს ტელეფონები და კომპიუტერი. გამომძიებლები ეძებენ კვალს "დარკნეთშიც“, რათა დაადგინონ, ხომ არ არის ნიკოლი ყიდვა-გაყიდვის მსხვერპლი. განაგრძეთ კითხვა











