17 სექტემბერი 15:00 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

"არ ვიცი, როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს... " - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი უფროსი ვაჟის დიაგნოზზე 🌐 ვრცლად იხილეთ კომენტარში⤵️

პოდკასტში KiDoc თამარ ობგაიძესთან ერთად ნუკი კოშკელიშვილმა დედობის გამოწვევებზე ისაუბრა:

"...ეს ახლა აღარ არის ისეთი პრობლემური თემა. როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს, არ ვიცი.

აი, წარმოიდგინეთ, რომ პირველი შვილია. გარშემო იხედები და ყველა ბავშვი იძახის „დედა“, „მამა“, „მომეცი“. მე ველაპარაკებოდი მხოლოდ ქართულად.მამამისი ელაპარაკებოდა მხოლოდ ინგლისურად, იმიტომ, რომ არ საუბრობს ქართულად. და არაფერს არ იძახდა. არც თითის გაშვერა, არც არაფერი.

წარმოიდგინეთ, ვიღაცა იძახდა, რომ ეზარება, ზარმაცია. ბავშვს რომ ეუბნები, ნაყინს მოგცემ — ნუ, აი, არა. სიცარიელე. „ნაყინს მოგცემ“, „მილიონ დოლარს“, არ ვიცი, რა გინდა — არაფერი არ ესმის. გიყურებს, აბსოლუტურად არაფერი არ ესმის. მაშინ საქართველოში, ვიყავი პანდემიის დრო იყო და აქ მივიყვანე სხვადასხვა თერაპევტთან. მე როგორც მივხვდი, აქ არის საყვარელი დასკვნა — აუტიზმი...

რაც, სხვათა შორის, არ შეშინდეთ, თუ თქვენს შვილს მართლა აქვს აუტიზმი. მას უბრალოდ მიხედვა სჭირდება, სწორ გზაზე დაყენება და საკმაოდ მართვადი არის დღესდღეობით აუტიზმი. გააჩნია სირთულეს და რამდენად ადრე დააფიქსირებ...მაგრამ ოლივერს არ ჰქონდა არანაირი აუტიზმი, უბრალოდ იყო მეტყველების შეფერხება.

ორი წლის ასაკში, უკვე ამერიკაში რომ დავბრუნდი პანდემიის მერე, მივიყვანე აუტიზმის აკადემიაში, უნივერსიტეტში,და აბსოლუტურად ყველგან მითხრეს, რომ არანაირი კვალიც არ არსებობს მაგისიო. უბრალოდ აქვს მეტყველების შეფერხება, რომელიც არის გამოწვეული იმით, რომ მისი ტვინი უბრალოდ ორ ენას ვერ ეგუებაო. ვიღაცის ტვინი ხუთს ეგუება და პირიქით. აი, სულ იძახიან, რომ დაელაპარაკე სხვადასხვა ენაზე. ამისი ტვინი უბრალოდ რაღაცნაირად ჭედავდა.

და კი, ბილინგვა ოჯახებში ზოგადად არის მიღებული, რომ ელაპარაკო ორ ენაზე. ბავშვი იწყებს ორ ენაზე თანაბრად საუბარს. უბრალოდ შესაძლებელია, საუბრის დროს ორივე ენა აურიოს ერთმანეთში, მაგრამ ეს დარღვევა არანაირად არ არის.ასევე არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც უბრალოდ ჩუმდება, იმიტომ რომ ვერც ერთზე ვერ იწყებს და ვერც მეორეზე. და მომცეს რჩევა: „შეწყვიტეთ ქართული, აირჩიეთ ერთი, დაიწყოს იმ ერთ ენაზე.“

და მე ვიმუშავე ამაზე. ყოჩაღი ვარ მართლა ამაში. მთლიანად გადავდე ჩემი ცხოვრება და დავიწყე ყოველდღე. მქონდა ბარათები, ვიძახდი, „აი, ლომი“. ვმეცადინეობდით. მერე მქონდა მაცივარზე მიკრული, მაგალითად, აი, აბაზანა. ოღონდ ჩვენი აბაზანა. წავედი და გადავუღე ფოტო აბაზანას, გადავუღე ოვის. ოვის უნდა ეჩვენებინა, რომ უნდა საათი და უნდა ეჩვენებინა, რომ უნდა აბაზანაში, უნდა აქ, აბაზანაში. და აი, ასე ყველაფერი გავაკეთეთ და დაიწყო ლაპარაკი...

ამიტომ სასურველია, როცა პრობლემაა, ერთ ექიმს არ აჩვენოთ, სამს მაინც აჩვენეთ, რომ აუტიზმი არ გითხრან ეგრევე, იმიტომ რომ მგონია, ძაან მარტივად აქვთ აქ — აი, აუტიზმი, ყველას აუტიზმი აქვს. "იცით, რა არის? ადრე უბრალოდ არ აფიქსირებდნენ. სპექტრი ძალიან დიდია" - გეუბნებიან და შენც უყურებ და გჯერა... მაგრამ არა — აუტიზმი ერთია, ADHD მეორეა, კიდევ ათასი რაღაცა არსებობს. და ასე უბრალოდ ამ დიაგნოზის გასროლა არ ვარგა, იმიტომ რომ სხვა მიდგომა სჭირდება.იმიტომ კი არა, რომ „ვაიმე, აუტიზმია და გვეშინია“. არა, უბრალოდ სხვა სწავლა სჭირდება აუტიზმს, სხვა სწავლა სჭირდება ADHD-ს, სხვა სჭირდება კიდევ სხვა რაღაცას. და არ აგრიონ მაგ ამბავში".

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა