20 სექტემბერი 13:33 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

განახლებას დაუთმოთ, განსაკუთრებით — თუ პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ არის. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ ყველა პროექტის დროულად დასრულება არ ხერხდება — ხარისხს რაოდენობით ვერ ჩაანაცვლებთ. გამოცდილი ადამიანის რჩევა რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. მოახლოებული ზამთრის წინ იმუნიტეტის გამაგრებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დილა სირბილით თუ დაიწყებთ, ეს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ვარსკვლავების განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, მალე თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მოვლენა მოხდება. თუ ბოლო დროს საკუთარ სურვილებზე მეტისმეტად ბევრ ფულს ხარჯავთ, ამას ოჯახის წევრების გაღიზიანება და კონფლიქტი მოჰყვება. სამსახურში კოლეგის შეცდომის გამო ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, თუმცა თქვენი გონიერებისა და კომუნიკაბელურობის წყალობით პრობლემას იოლად მოაგვარებთ. დღის მეორე ნახევარში მსუბუქ დაღლილობას იგრძნობთ, თუმცა მთლიანობაში დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელია - საშუალება გაქვთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ. საკუთარ იღბალს ზედმეტად ნუ ენდობით, თორემ ოდესმე აუცილებლად წააგებთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში კვებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ — კალორიული კერძები მენიუდან ამოიღეთ, ხილი და ბოსტნეული კი გულდასმით გარეცხეთ.

მშვილდოსანი

შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს გაიზიარებთ. ენდეთ პარტნიორს და უსაფუძვლოდ ნუ დაადანაშაულებთ. ოჯახში შესაძლოა გაუგებრობამ და აზრთა სხვადასხვაობამ თავი იჩინოს — ახლა ყველაფერი თქვენს გონიერებასა და კომპრომისის პოვნის უნარზეა დამოკიდებული. კოლეგებს ეჩვენებათ, რომ ხელმძღვანელობა თქვენ მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია, რამაც შეიძლება ინტრიგები და პროვოკაციები გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ნაცნობმა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა შემოგთავაზოთ. ძილის პრობლემები რომ თავიდან აიცილოთ, ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.

თხის რქა

ნუ დანებდებით, თუნდაც გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელად განვითარდეს. მალე თავს მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემები იჩენს, თუმცა ურთიერთგაგებითა და შეთანხმებული მოქმედებით მათ იოლად მოაგვარებთ. გირჩევთ, შვილების აღზრდას მეტი ყურადღება დაუთმოთ. აქტიური მარსისა და მერკურის ტრინი თქვენს ყურადღებას კარიერისკენ მიმართავს — გამოიყენეთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ განვითარების შემდგომ მიმართულებაზე დაფიქრდეთ. ფინანსური მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება, თუმცა ჯერჯერობით ასტროლოგები გირჩევენ, მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ. დღეს აღმოჩნდებით ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც უყვარხართ და გაფასებენ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ.

მერწყული

სიყვარულში წარმატება გელით, რომელიც მთლიანად თქვენს სურვილებსა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ შეგრძნებებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ. თუნდაც საყვარელმა ადამიანმა დაუფიქრებელი ნაბიჯით გაგაღიზიანოთ, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ურთიერთობების გარკვევას ჯობია საოჯახო საქმეებს მიხედოთ და სახლი დაალაგოთ. სამსახურში დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ მაღაზიებში სიარულს უნდა მოერიდოთ. კონტაქტები მაქსიმალურად შეზღუდეთ — ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ და ახალ საქმიან კავშირს ნუ დაამყარებთ. ერიდეთ ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა თავისი მავნე ჩვევებით თქვენზე უარყოფითი გავლენა იქონიონ.

თევზები

დღეს შეგიძლიათ, იმ პროექტებსა და ამოცანებს შეეჭიდოთ, რომელთა გადადებას დიდხანს ცდილობდით. პლანეტები თქვენს მხარეს არიან — ყველაფერი გამოგივათ! გაჩნდება უამრავი შანსი იმის მისაღებად, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. ნუ დაიბნევით, ეჭვები უკუაგდეთ და იმოქმედეთ. ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას ხალხური მეთოდებით — თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა