22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დროს სამსახურის საქმეებით ზედმეტად დაკავებული იყავით და ოჯახს ცოტათი დაშორდით — დროა, შეცდომა გამოასწოროთ. არასტანდარტული მიდგომა ნებისმიერი ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ. მეწარმეებმა შესაძლოა, ინვესტორი იპოვოთ, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ, დაქირავებულ თანამშრომლებს კი მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ არ გადადოთ — ახლა კითხვებზე პასუხების მისაღებად ხელსაყრელი დროა.
მშვილდოსანი
მალე თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი გამოჩნდება, რომელიც შეძლებს თქვენი გრძნობები გაიგოს და დააფასოს. თავს უფლება მიეცით, რომ სიყვარულის მშვიდი ატმოსფეროთი დატკბეთ. სახლში მოსალოდნელია არასასურველი მოვლენები — ეს შეიძლება საყვარელ ადამიანებთან დაპირისპირება ან საყოფაცხოვრებო პრობლემა იყოს. ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად დამთავრებას. ასტროლოგიური გათვლებით, ახლა აქტიური მოქმედებებისთვის არახელსაყრელი დროა. სამაგიეროდ, ფინანსური ოპერაციები (განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში) წარმატებული იქნება. გექნებათ შანსი, მნიშვნელოვანი თანხა გამოიმუშაოთ, თუმცა ამისთვის გარკვეული დროით პირადი ცხოვრების დავიწყება მოგიწევთ. მედიტაცია ან იოგა გონების დამშვიდებასა და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
თხისრქა
თუ პარტნიორის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი იქნებით, ეს თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. დაოჯახებულ ადამიანებს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე დიდი დროის დახარჯვა მოუწევთ, თუმცა გაღებული ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. კარგი დღეა საქმიანი კავშირების გაფართოებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. მალე მიხვდებით, ვის შეუძლია კარიერულ წინსვლაში გვერდით დაგიდგეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძველი მეგობრისთვის დრო გამონახოთ. შესაძლოა, საქმეებში ჩაფლულმა ვერ შენიშნეთ, რომ თქვენი დახმარება სჭირდება. ზომიერი დიეტა თქვენს ორგანიზმს ზედმეტი წონისგან დაიცავს. გარდა ამისა, ასტროლოგები მჯდომარე სამუშაოს მქონე ადამიანებს მეტ ფიზიკურ აქტივობას ურჩევენ.
მერწყული
ამ დღეს ბევრ დაოჯახებულ მერწყულს ოჯახური კონფლიქტი ელის, რომლის მიზეზი ფინანსური უთანხმოება გახდება. შეეცადეთ, სხვის პოზიციას მშვიდად მოუსმინოთ, თუნდაც არ იზიარებდეთ. კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეები წარმატებით ვითარდება. ასევე, ხელსაყრელი დროა სამსახურის დასაწყებად. მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებები სამომავლოდ გადადეთ, რადგან ამ დღეს შეიძლება თაღლითებს გადაეყაროთ. თუ ბედი ფინანსურ ბონუსს ან დამატებით შემოსავალს გიბოძებთ, შეეცადეთ, თანხის ნაწილი „შავი დღისთვის“ გადაინახოთ. თქვენი იმუნური სისტემა ისეთი აუცილებელი მიკროელემენტის ნაკლებობას განიცდის, როგორიცაა რკინა. მისი მარაგის აღსადგენად მენიუში ბროწეული, ღვიძლი და ვაშლი უნდა ჩართოთ.
თევზები
ამ დღეს ქათინაურებითა და ყურადღებით გაგანებივრებენ. მსუბუქი ფლირტი თვითშეფასებისა და თავდაჯერების ამაღლებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით მახვილია — გამოიყენეთ ის ძველი პრობლემების გადასაჭრელად. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისა და სამუშაო საკითხების მოსაგვარებლად. ამ პერიოდში ნებისმიერ ადამიანთან შეთანხმებას შეძლებთ. სასარგებლოა წყალთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურა. თუ შვებულებაში წასვლას შეძლებთ, იცოდეთ — ზღვაზე დასვენება სასწაულებს ახდენს, ხოლო ცურვა ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.











