მარიამ ნაკანი მესამედ თხოვდება.დეტალები იხილეთ კომენტარში
ფოტოგრაფი მარი ნაკანი ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რისი მიზეზიც მისი განცხადებები გახდა. მარი ნაკანი მეუღლესთან დაშორების, პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს გვანცა დარასელიას პოდკასტში.
ა გვქონდა, ექვსი თვე. როცა შევრიგდით, მომეჩვენა, რომ გიორგი აღარ არის ის ადამიანი, ვინც მანამდე ჩემთან ერთად ცხოვრობდა. ამან გამოიწვია ჩემში საშინელი ნოსტალგია და სენტიმენტები. მენატრებოდა ჩემი გიორგი. გამიჭირდა ძალიან იმის მიღება და შეგუება, რომ გიორგი აღარ არის ისეთი მზრუნველი, ყურადღებიანი, დაფეთებული ჩემზე.
გაუტკბა თითქოს ის დისტანცია და ცოტა უფრო ამპარტავნებაში და ეგოიზმში შევიდა. იმიტომ, რომ მეორედ როცა შემირიგდა, უკვე მისთვის მე ვიყავი სუსტი. აღიზიანებდა ჩემი ყველა ხასიათის დეფექტი ისე, როგორც არასდროს ადრე. ჰოდა არ ვიცი, შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა და მისი ყურადღება აღარ არის ჩემს მიმართ და ამან დამარტყა. იმიტომ, რომ მაშინ აღარ უნდა შეურიგდე, თუ ხვდები, რომ შენ უკვე წახვედი და კარი გაიჯახუნე იმ ადამიანს, მერე აღარ უნდა მისცე იმედი.
მითხრა, რომ, მოდი, გავტესტოთო და დავაკვირდებიო, რამდენად მინდა შენთან ერთადო. სატესტო რეჟიმში რომ გსვამენ, უკვე ძალიან იძაბები. სატესტო რეჟიმში ის ექვსი თვე ჩემთვის იყო ძალიან რთული, იმიტომ, რომ რამე პატარა ხარვეზი თუ იქნებოდა, ამას გიორგი თითქოს აფიქსირებდა, რომ: „აი, რაღაცა არ გამოგდის“. არ ვიცი რა სჭირს, მე ვერ ვცნობ ჩემს საყვარელ მეგობარს.
ჩემი ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო ჩემიანი, უცბად გახდა ხისტი, ცივი და ცინიკური. ძალიან დამარტყა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ადგილები, სადაც ძალიან მოწყვლადები ვართ და ეს იარა, რომელიც გახსნილი მქონდა, აი, მაინცდამაინც მანდ.
დღემდე მე ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვარ, რა დაემართა ამ ადამიანს. მე მგონია, რომ მაინც ამპარტავნება... იმიტომ, რომ ბოლო ხანებში იმდენ სხვადასხვა წარმატებას მიაღწია თავის არქიტექტურულ ჟანრში: თან უცხოელებმაც წაიყვანეს, წამოიყვანეს, იქ პრიზი, იქ ჯილდო. მე მგონია, ცოტა დაავიწყდა, მანამდე ვისთან ერთად იყო ეს წლები, სულ რომ რწყილი და ჭიანჭველასავით ვიყავით. მიატოვა თავისი ჭიანჭველა.











