24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
წინ დიდი ცდუნება გელით, თუმცა სანამ სიყვარული მორევში გადაეშვებით, ეცადეთ, თქვენი საქციელის მოსალოდნელი შედეგები წინასწარ გათვალოთ. მარსის ძლიერმა გავლენამ შეიძლება ზოგ ოჯახში უთანხმოება და კამათი გამოიწვიოს, თუმცა შანსი გექნებათ, რომ სკანდალი თავიდან აიცილოთ. ხელმძღვანელობა კოლეგებისთვის მისაბაძ მაგალითად დაგასახელებთ — სასიამოვნოა, თუმცა ამან შესაძლოა კოლექტივში ურთიერთობები დაძაბოს. ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში მიზანდასახულობა და საკუთარი ძალების რწმენა დაგეხმარებათ. მოერიდეთ სტრესს, სკანდალებსა და ნერვიულობას., მით უმეტეს, თუ ჰიპერტენზია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ.
მორიელი
მარტოხელა მორიელებისთვის მშვენიერი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად. თუ ვინმე ყავაზე დაგპატიჟებთ, უარი არ თქვათ — შესაძლოა ეს შეხვედრა თქვენთვის ბედისწერად იქცეს. მზად იყავით ოჯახურ ცხოვრებაში მცირე სირთულეების. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კომპრომისი იპოვოთ. დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად არახელსაყრელია. მოერიდეთ გუნდურ მუშაობას და თითოეული სიტყვა აკონტროლეთ. უცხო ადამიანებს ოჯახის წევრებზე მეტ დროს უთმობთ? ადრე თუ გვიან, ეს საქციელი სანანებლად გაგიხდებათ. თუ ავტომობილს მართავთ, გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — ავარიული სიტუაციების ალბათობა იმატებს.
მშვილდოსანი
ცვალებადი მთვარე თქვენს ფიქრებსა და მოქმედებებს გარკვეული ხნით უხელმძღვანელებს. ეს დღის განმავლობაში განწყობის მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც ოფიციალურიდან შესაძლოა, მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სამსახურიდან ადრე წასვლის ცდუნება დიდია, თუმცა ჯობია გაუძლოთ, რომ უფროსის საყვედურები თავიდან აიცილოთ. მშვიდი პერიოდი სრულდება, ამიტომ დაფიქრდით, როგორ გაანაწილოთ მომავალი თვის ოჯახური ბიუჯეტი გონივრულად. სხვების კამათში ნუ ჩაერევით, თორემ საბოლოოდ ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ. მოერიდეთ საეჭვოდ სარფიან კომერციულ შემოთავაზებებსა და გაუმართლებელ რისკებს.
თხისრქა
ამ დღეს მიხვდებით, რამდენად რთულია პირადი ცხოვრების აწყობა, თუმცა ასტროლოგიური პროგნოზი გპირდებათ, რომ მალე ცხოვრების თანამგზავრს იპოვით. თუ ახლობლებს ზრუნვასა და ყურადღებას არ მოაკლებთ, მათ პატივისცემას დაიმსახურებთ — მით უმეტეს, რომ უახლოეს მომავალში ოჯახის წევრების მხარდაჭერა ნამდვილად დაგჭირდებათ. წინ კარიერული წინსვლისა და წარმატების პერიოდია, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა მოგიწევთ. ნუ ისესხებთ ფულს — ახლო მეგობრებისგანაც კი. ამ დღეს სტრესის თავიდან არიდება და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია. დროულად შეჩერდით და პატიება სთხოვეთ მათ, ვისაც უსამართლოდ აწყენინეთ.
მერწყული
ასტროლოგები გირჩევენ, ურთიერთობები უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი გახადოთ — ერთად ყოფნა სიხარულის მომტანი უნდა იყოს და არა ტვირთი. ამ დღეს თქვენი მთავარი ამოცანა დადებითი ემოციების შექმნაა. წარმატების მისაღწევად ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა დაგჭირდებათ. სამსახურში ხელმძღვანელთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ღირსეული ანაზღაურების მიღებას შეძლებთ. იოლი ფულის შოვნის მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება, ამიტომ სარისკო ფინანსურ ოპერაციებზე, აზარტულ თამაშებსა და ლატარიაზე უარი თქვით. მოერიდეთ კულინარიულ ექსპერიმენტებს — ცხარე და მწარე კერძებმა შესაძლოა გულძმარვა გამოიწვიონ.
თევზები
თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, მზად იყავით ისეთ ადამიანთან შეხვედრისთვის, რომელიც თქვენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. გულხელდაკრეფილი ჯდომა და იღბლის იმედად ყოფნა არ ივარგებს. შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობაში დაძაბულობა იგრძნოთ, თუმცა მტკიცე ხასიათის წყალობით რთული ვითარებიდან გამოსავალს იოლად იპოვით. შეეცადეთ ძველ პრობლემებს ახლებური თვალით შეხედოთ. მშვენიერი დროა საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისა და ურთიერთობების მოწესრიგებისთვის. ეს პერიოდი ხელსაყრელია მსხვილი ფინანსური გარიგებებისა და დიდი საყიდლებისთვის. შეეცადეთ, შეურიგდეთ იმ ადამიანებს, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა გაკავშირებთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.












