25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოცდილებაც თქვენსას აღემატება. დღეს მეგობრებისა და ნაცნობებისთვის დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. საღამოს ეცადეთ კარგად დაისვენოთ — დაძინებამდე დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღეთ.
მორიელი
ამ დღეს მზად იყავით ნებისმიერი სიურპრიზისთვის. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებსა და მითქმა-მოთქმას, რომლებიც შეიძლება თქვენს ყურამდე მოვიდეს. მოუცლელობის მიუხედავად, დაგროვილი საქმეების მოწესრიგებას გარკვეული დრო უნდა დაუთმოთ. სახლის დალაგების პროცესში შეიძლება დაკარგული ნივთი იპოვოთ. საკუთარი საქმის განვითარებასთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო იდეა დაგებადებათ. დღევანდელი მოვლენები ცოტათი ასცდება იმ სცენარს, რომელსაც გეგმავდით, თუმცა უახლოეს დღეებში ვითარების გამოსწორებას შეძლებთ. ტრავმების მიღების ალბათობა მაღალია, ამიტომ ვარსკვლავები სიფრთხილისა და სიფხიზლისკენ მოგიწოდებენ.
მშვილდოსანი
წინ დიდი დღე გელით, რადგან ნამდვილად გაქვთ ის, რისი შეთავაზებაც სხვებისთვის შეგიძლიათ. დღის დასაწყისში თავი შეიკავეთ საოჯახო საქმეებისგან და ეს დრო თვითგანვითარებასა და ცხოვრებისეული ფასეულობების გადაფასებას დაუთმეთ. ნუ დატვირთავთ თავს ახალი მოვალეობებით, რადგან თქვენი ენთუზიაზმი შესაძლოა ღირსეულად არ დაფასდეს. უმჯობესია დრო საყვარელ გატაცებას დაუთმოთ ან სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით დატკბეთ. ფინანსურ საქმეებში სრული წესრიგია. თუ გარიგების დადებას ან ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, ეცადეთ ეს მომდევნო კვირის განმავლობაში განახორციელოთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა სადარდებელს არ გაგიჩენთ — პირიქით, იმდენი ენერგია გექნებათ, რომ უამრავი საქმის დასრულებას შეძლებთ.
თხისრქა
უახლოეს ხანებში სასიყვარულო თავგადასავლებს არ უნდა ელოდოთ — ხანმოკლე გატაცება ისევე სწრაფად დასრულდება, როგორც დაიწყო. ოჯახის კეთილდღეობისთვის ბევრს შრომობთ, თუმცა შინაურები თქვენი მოუცლელობის გამო უკმაყოფილოები არიან. ამ დღეს ოჯახის წევრებთან კამათს მოერიდეთ, ემოციები მართეთ და გონივრული კომპრომისი მოძებნეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ დიდი მოცულობის სამუშაომ შეიძლება მთლიანად გამოგფიტოთ, ზოგიერთი კი დეპრესიულ განწყობამდეც კი მიიყვანოს. მშვენიერი დღეა უახლოესი თვეების ფინანსური მიზნების დასაგეგმად. ახლა შვილებთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება — მოსალოდნელი ფინანსური დანახარჯები სწორედ მათ უკავშირდება. თვალი ადევნეთ ჯანმრთელობას — მოსალოდნელია ფიზიკური მდგომარეობის მცირე გაუარესება.
მერწყული
თუ ერთმანეთის მიმართ ინტერესი დაკარგეთ და სასაუბრო თემის პოვნა გიჭირთ, დროა დაფიქრდეთ: აქვს თუ არა აზრი ამ ურთიერთობის გაგრძელებას? გირჩევთ წარსულზე წუწუნი დაასრულოთ და მომავალზე იფიქროთ, მით უმეტეს, რომ უამრავი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა. თუ მუდმივად საკუთარ პროფესიონალიზმსა და განსაკუთრებულობაზე ილაპარაკებთ, კოლეგების გაღიზიანების გარდა, ვერაფერს მიაღწევთ. ბიზნესმენები ხელსაყრელ შეთავაზებას მიიღებენ. განსაკუთრებული წარმატება მათ ელით, ვისი საქმიანობაც ფარმაცევტულ სფეროს უკავშირდება. დამატებითი ვალდებულებების აღება ნუ მოგერიდებათ, რადგან ეს კარიერული ზრდის გზაზე პირველი ნაბიჯია! გირჩევთ ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ — დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებში მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები, რაც შეიძლება მენიუში ახალი პროდუქტის ან ახალი მედიკამენტის გამოჩენამ გამოიწვიოს.
თევზები
ციური სხეულების ჰარმონიული განლაგება საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. ეს დღე შეხვედრებითა და ურთიერთობებით სავსეა. სავარაუდოდ, თავს შეგახსენებენ ძველი მეგობრები და ახალი ნაცნობებიც გამოჩნდებიან. გამორიცხული არ არის, რომ ზოგმა მოვლენამ თქვენგან განსაკუთრებული საზრიანობა და მოქნილობა მოითხოვოს. კარიერულ ასპარეზზე ახალი პერსპექტივები იკვეთება. დაინახოთ მინიშნებები, რომლებსაც ბედისწერა გიგზავნით და სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. არახელსაყრელი პერიოდია ვალის ასაღებად თუ გასაცემად, ასევე მსხვილი საყიდლებისთვის. სხეული ტონუსში რომ შეინარჩუნოთ, დილა ტანვარჯიშით დაიწყეთ — ამისთვის დღეში ნახევარი საათიც კი საკმარისია











