27 სექტემბერი 02:28 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

მანქანა ამობრუნდა - რა დეტალები ხდება ცნობილი კახეთში მომხდარ ავარიაზე 🌐 ვრცლად იხილეთ კომენტარებში 👇

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გომბორი–თელავი–ვაზიანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერონასთან, ავტომანქანა ამობრუნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტა პრიუსის“ ტიპის ავტომობილი, სავარაუდოდ, მოცურდა, გზის სავალი ნაწილი დატოვა და სახურავით დაეცა.

ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც გადაბრუნებული მანქანიდან გადმოსვლა შეძლო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახური.

ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა