29 სექტემბერი 02:37 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

ვაიმეე მეწყერი ჩამოწვა ახლახანს რა ვითარებაა ადგილზე. 

მეწყერს გამოვასწარით, მაშველები დაგვეხმარნენ,“ – ამბობს ქედაში, სოფელ ზედა მახუნცეთში მცხოვრები მირზა ხაბაძე. მეწყერი დღეს ზედა მახუნცეთშიც ჩამოწვა.

დღეს, 6 თებერვალს, მეწყერი აჭარის არაერთ სოფელში ჩამოწვა. მეწყრის შედეგად ერთი ადამიანი ხულოში, სოფელ თხილვანაში დაიღუპა, ერთი კი – ქედის სოფელ წონიარისში.

მირზა ხაბაძის თქმით, ზედა მახუნცეთში ჩამოწოლილი მეწყერი რამდენიმე სახლის ეზოში შევიდა:

„წყლები რომ წამოვიდა და ხეები ჩამოიტანა, სახლებიდან ყველა გამოვედით, მაშველები დაგვეხმარნენ, მერე ჩამოვიდა მეწყერი ისე, რომ სახლში შესასვლელი გზა აღარ არის, მეზობლებთან დავრჩებით ამაღამ,“ – გვითხრა მირზა ხაბაძემ.

ქედის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ზედა მახუნცეთში ჩამოწოლილი მეწყრის გამო 9 ოჯახი გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას, სახლები, მერიის ინფორმაციით, დაზიანებული არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ ასევე დაუდასტურეს, რომ მეწყერს ზედა მახუნცეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა