29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მარტოხელა სასწორებს ამ დღეს პირადი ცხოვრების მოწყობის შანსი აქვთ. იმოქმედეთ და თქვენს ბედნიერებას აუცილებლად იპოვით! უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ არის გამორიცხული წვრილმანი გაუგებრობები, ამიტომ დღის განრიგი წინასწარ უნდა შეათანხმოთ. მალე ძალების მოზღვავებას იგრძნობთ და უიმედო სიტუაციიდანაც კი გამოსავალს იპოვით. ამ დღეს ფინანსურ საქმეებში იღბალი თქვენს მხარეს არ არის, ამიტომ აზარტულ თამაშებს ან სანაძლეოს დადებას უნდა მოერიდოთ. თქვენი ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსი ამჟამად მაღალ დონეზეა, ჯანმრთელობაც ხელს გიწყობთ, ასე რომ შეგიძლიათ ნებისმიერი საქმე და შეხვედრა დაგეგმოთ. მომდევნო 24 საათში ნაცნობი ადამიანისგან ძვირფას რჩევას მიიღებთ.
მორიელი
ამ დღეს სამსახური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. შესაძლოა, ფინანსური კეთილდღეობისკენ გადაჭარბებულმა სწრაფვამ რეალობის განცდა დაგიკარგოთ და ზოგი მეგობარი ჩამოგაშოროთ. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს ნებისმიერ წამოწყებაში წარმატება ელით. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — ახლა სახიფათო პერიოდია, ფულის სესხება ან გასესხება არ ღირს. სამაგიეროდ, ფინანსურად მოგებიან გარიგებებს, რომლებიც სწრაფ შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა საღამოს ზურგის ტკივილმა შეგაწუხოთ, თუმცა პრობლემა მალე გაივლის.
მშვილდოსანი
იდეალურობისკენ სწრფვამ შეიძლება მეუღლესთან კამათი გამოიწვიოს. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა გსურთ, 29 სექტემბერი ამისთვის შესანიშნავი დროა. მალე საშუალება გექნებათ, პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. სამსახურში ზოგი კოლეგა თქვენი ადგილის დაკავებას ცდილობს, ამიტომ მხოლოდ მათთან ითანამშრომლოთ, რომლებსაც ენდობით. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე! მიმზიდველი, შთამბეჭდავი იმიჯი ძალასა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ — ფიზიკური აქტივობა მთელი დღის მანძილზე მხნეობასა და კარგ განწყობას უზრუნველყოფს.
თხისრქა
თუ ურთიერთობებში გაუგებრობა გაჩნდა, ახლა საუკეთესო დროა პრობლემებზე საუბრისთვის. გულახდილობა და კეთილგანწყობა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდებიან, ამიტომ, მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და წვეულებაზე გაემგზავრეთ. მშვენიერი პერიოდია სწავლისთვის, ახალი უნარების ათვისება კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენებსა და ფინანსურ ინვესტიციებს — შესაძლოა, რისკმა არ გაამართლოს. რაც შეიძლება მეტი იარეთ ფეხით და ლიფტის ნაცვლად, კიბე გამოიყენეთ. ეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
მერწყული
ამ დღეს ბედი მარტოხელა მერწყულებზე განსაკუთრებულად იზრუნებს და დაუვიწყარ შეხვედრას მოუწყობს. ეცადეთ პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. საკუთარი შეცდომების აღიარებაც სასარგებლო იქნება. დაოჯახებული მერწყულებისთვის ოჯახის გარეთ ურთიერთობა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. თქვენი გამჭრიახობა ისეთ პერსპექტივებს გაგიხსნით, რომლებზეც სხვები ვერც იოცნებებდნენ. თქვენი იდეები ბევრს განაცვიფრებს და აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან. ცხოვრება ხშირად ჩახლართულ ამოცანებს გვთავაზობს, თუმცა ახლა მშვიდი და კეთილდღეობით სავსე პერიოდი იწყება — დროა, დახარჯული ძალები აღიდგინოთ.
თევზები
ვარსკვლავები ამბობენ, რომ პირად ურთიერთობებში კომპრომისზე წასასვლელად მზად არ ხართ! მეტი ყურადღება დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს, რათა ოჯახში კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. შვილების აღზრდა მეტ გაგებას და მოთმინებას მოითხოვს. ფრთხილად იყავით დაპირებებთან, განსაკუთრებით ხელმძღვანელობასთან — შეუსრულებელი ვალდებულებები უკმაყოფილების მიზეზი გახდება. თუ ბოლო დროს იდეების განხორციელებისთვის ფინანსები არ გყოფნიდათ, სიტუაცია მალე შეიცვლება და დამატებით შემოსავლის წყაროს იპოვით. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.











