ENews.Ge ახალი ამბები

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გარდაიცვალა

1 წთ

60 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ტანმოვარჯიშე ვლადიმერ გოგოლაძე.

1988 წელს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე გოგოლაძემ ოლიმპიური ოქრო მოიპოვა სპორტულ ტანვარჯიშში (გუნდური).

1984 წელს გოგოლაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ღერძზე და თავისუფალ ვარჯიშში (ვერცხლი - მრავალჭიდში). 1985 წელს ის მრავალჭიდში და ორძელზე ვარჯიშში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი იყო.  

გოგოლაძე 2003 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, 2018 წელს კი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

ვლადიმერ გოგოლაძემ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შეასრულა სამმაგი მალაყი. სპორტულ ტანვარჯიშში მისი სახელობის ორი ელემენტია, რომელთაგანაც ერთ-ერთი ხშირად შეტანილია ქულათა მინიჭების მოქმედ სისტემაში. ის ერდადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ტანმოვარჯიშეა ვაჟთა შორის საქართველოს ისტორიაში. 

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა