ENews.Ge ახალი ამბები

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გეგმები დაალაგოთ. სამსახურში მოსალოდნელია უსიამოვნებები — შესაძლოა სხვა ადამიანების კონფლიქტში ჩაგითრიონ. გაითვალისწინეთ კოლეგების თვალსაზრისი, თუმცა არც საკუთარი პოზიციები დაივიწყოთ! ენდეთ ინტუიციას, მაგრამ ნაკლები იაქტიურეთ — დღეს სრული დატვირთვით მუშაობისთვის არახელსაყრელი დროა. საქმე, რომლითაც დაკავებული ხართ, კმაყოფილებას აღარ განიჭებთ? მაშინ დროა, ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. თავს ნუ აარიდებთ ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ შემოწმებებს, თორემ მალე მალე ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა მოგიწევთ.

მორიელი

თუ თქვენი ახლანდელი ურთიერთობები ერთფეროვანი და უინტერესო გახდა, ცოტაც უნდა მოითმინოთ. მარსის დღევანდელი ენერგეტიკა გაიძულებთ, დღის დასრულებამდე საყვარელი ადამიანი სულ სხვა თვალით დაინახოთ. ახლობლების, ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობების გარემოცვაში საკმაოდ დიდი დროის გატარება მოგიწევთ. ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვისაც გარემოებებთან შეგუება ეხერხება. სახიფათო პროფესიის წარმომადგენლებმა დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ: მარსის გავლენა იმატებს და ტრავმების რისკი მაღალია. შეიძლება განწყობა თავის მსუბუქმა ტკივილმა გააფუჭოს, თუმცა ეს დღით დატკბობაში ხელს ვერ შეგიშლით. მნიშვნელოვანი საქმეები უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ.

მშვილდოსანი

ახალი ნაცნობობისთვის მშვენიერი პერიოდი დგება, თუმცა ნუ იჩქარებთ, რომ ახალ მეგობრებს პირადი ცხოვრების წვრილმანები გაანდოთ. ამ დღეს ცოლქმრული ურთიერთობები საკმაოდ დაძაბული იქნება — უთანხმოებამ შესაძლოა მტკიცე წყვილებშიც კი თავი იჩინოს. ახლა დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სირთულეები ხელმძღვანელობასთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში. იყავით თანმიმდევრული, შეინარჩუნეთ ცივი გონება და საკუთარი პოზიციის დაცვას შეძლებთ! ვარსკვლავების გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს ტრავმების რისკი იმატებს, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ.

თხისრქა

გაჯიუტების გამო შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა ზურგი გაქციოთ. ამ დღეს შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საკითხები მოაგვაროთ. მეორე ნახევრისგან დახმარებასა და თანადგომას უნდა ელოდოთ. ერიდეთ რთულ პროექტებს და ყურადღება მიმდინარე ამოცანებზე გადაიტანეთ. ფინანსურ საკითხებში ინტუიციას ენდეთ — წარმატებული ინვესტიციის ამოცნობა რთული იქნება, თუმცა თქვენ ამას შეძლებთ. ნუ იდარდებთ, თუ თქვენს ზურგს უკან ჭორაობენ, ეს მხოლოდ თქვენი წარმატებით გამოწვეული შურია. ტელეფონზე ზედმეტად დიდხანს ლაპარაკმა შეიძლება საღამოს თავის ტკივილი გამოიწვიოს.

მერწყული

საყვარელ ადამიანს თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვანის თქმა სურს, თუმცა ვერ ბედავს. ნუ დააჩქარებთ და აცადეთ, რომ გულახდილი საუბრისთვის მოემზადოს. დაგროვილი საქმეები და საზრუნავი თქვენს სრულ ყურადღებას მოითხოვს! ამას შინაურებთან უთანხმოებაც დაემატება — სიბრძნე გამოიჩინეთ, რათა კონფლიქტი თავიდან აირიდოთ. უფროსობასთან და კოლეგებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია დავა და უსიამოვნო სიტუაციები. თავი შეიკავეთ ცხიმიანი საკვებისგან — მეხუთე სახლში მყოფი სატურნი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე უარყოფითად მოქმედებს.

თევზები

მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ, რომანტიკული პაემანი მოაწყოთ. ჰოროსკოპი გვიჩვენებს, რომ ენამახვილობითა და პიროვნული თვისებებით ყველას მოხიბლავთ. თუ გრძნობთ, რომ დაკისრებულ საქმეს თავს ვერ ართმევთ, ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარებისთვის უფრო გამოცდილ კოლეგებს მიმართოთ. კამათმა და ურთიერთბრალდებებმა შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოს, ამიტომ დათმობაზე წასვლა მოგიწევთ. ეს დღე იდეალურია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად, ძვირად ღირებული შენაძენებისა თუ ბინის გადასაცვლელად. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი დახმარებაც — ახლობლები თქვენი ფინანსური ვალდებულებების ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. გადაღლილობის გამო შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ პასიურ დასვენებას მეტი დრო დაუთმეთ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა