ENews.Ge ახალი ამბები

ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ



ნუცა თოფურია განცხადებას ავრცელებს:

,, დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმოჩენილია გურამ დადიანიძის ნეშტი. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავსი სახის დაუდასტურებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით მძიმე ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს გურამ დადიანიძის დედაზე, რომელიც წლებია შვილის შესახებ სიმართლის დადგენას ელოდება.

გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას და პატივი სცეთ დედის ემოციურ მდგომარეობას!”  გურამდადიანიძე

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა